• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბაშვილი ყველაფერზე თავს თუ არ დააქნევს, მის ცოლს და ოჯახის წევრებს დაიჭერენ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
22:04 01-17-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

ირაკლი ღარიბაშვილს ოჯახის წევრების დაპატიმრებით აშანტაჟებენ, ამიტომ იძულებულია ყველაფერზე “თავი დააქნიოს” – ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. წერილს ” შაბათის ეთერი” ავრცელებს

“არ გვეუბნებიან მთავარს – რა მოიპარა ყოფილმა პრემიერმა და როგორ? ანუ ქურდობის შინაარსი რა არის და არა ნაქურდალის დამალვის თუ დახარჯვის. ცალკე ცინიზმია, რომ ჰიპერკორუმპირებული რეჟიმი გვეუბნება, რომ მისი ყველაზე ხანგძლივი პრემიერის კორუფცია გაურკვეველ ღვინის ქარხანას უკავშირდება და ჯამში რაღაც რვა მილიონ დოლარს შეადგენს. ან 8 მილიონი დოლარი საიდან მოვიდა? ქეში როგორ მოხვდა  იქ სადაც აღმოაჩინა? … ბანკის ტრანზაქციები არსებობს? საიდან მოვყვებით ამ ფულის წარმოშობას? თუ არ არსებობს მაშინ ქეში საიდან? ამაზე რას გვპასუხობენ? ცხადია, არაფერს. სამაგიეროდ ღარიბაშვილი ყველაფერზე თავს დააქნევს. დააქნევს, აბა რას იზამს? არ დააქნევს და ბაკურიანის ტყეზე დაიჭერენ მასაც და ტყის მიმღებსაც – ანუ მის ცოლს. დაიჭერენ მასაც და ღვინის ქარხნის სხვა მეწილეეებს – მამას და ცოლის ძმას. რად უნდა ამას ბევრი მკითხაობა, რომ ჯგუფურია ყველა ეს ფაქტი და მინიმუმ წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ ნათესავებს და ოჯახის წევრებს. როგორც ღარიბაშვილი დაამცირეს და გააფარჩაკეს თავად მისმა თანაგუნდელებმა ამ ბოლო რამდენიმე თვეში, ამას სხვა არ გაუკეთებდა. მათ შორის, არც მე ვიკადრებდი ასე დამამცირებინა კაცი, რომელიც  რუსთავი2 -ის წაღების პროცესებში პრემიერი იყო და თან აქტიურად ჩართული კაცი, რომელმაც პირადად გამომიგზავნა შუამავალი დასაშანტაჟებლად”, – წერს გვარამია.

ნიკა გვარამია წერილში ასევე საუბრობს კორუფციის ბრალდებით დაკავებული “ოცნების” სხვა მაღალჩინოსნების საქმეებზე და წერს, რომ “ოცნება” კორუფციაც რეალურად რომ ებრძოდეს, მაშინ პირველი კახა კალაძეს დაიჭერდა.

“ეს დაჭერები კორუფციასთან ბრძოლა არაა არცერთ შემთხვევაში. კორუფციას რომ ებრძოდე, პირველ რიგში, თავად არ უნდა იყო ქვეყანაში ყველაზე კორუმპირებული, როგორიც ივანიშვილია. კორუფციას რომ ებრძოდე, კორუმპირებული პროკურორი და მოსამართლე არ უნდა იყო. კი, დაკვეთების შესრულებაც კორუფციის ფორმაა, კორუფციის, რომელიც ჩვენთან მარტო მექრთამეობა ჰგონიათ ხშირად… კორუფციას რომ ებრძოდე, მოქმედებს უნდა იჭერდე და არამხოლოდ გაშვებულებს…უმარტივესი ტესტია: არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლა და კახი კალაძე დაუსჯელი. კვლავ ვიმეორებ, კახი კალაძე გარეთ გამორიცხავს კორუფციასთან ბრძოლას. ამ კაცის თავისუფლება ყველაზე მარტივი ტესტია კორუფციის საკითხის ქვეყანაში. თუ სხვა არ გვჯერა, ან გვერთულება ამ მარტივი გზით შევაფასოთ”, – წერს გვარამია წერილში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved