• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ღარიბაშვილი იძულებული გახდა, ივანიშვილთან თანხებზე ეწუწუნა, რაზეც მკაცრი პასუხი მიიღო“

ალია ავტორი - ალია
21:02 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ანი დვალიშვილი

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ერთი შეხედვით მყარად დგას და გამარჯვებაში დარწმუნებულია, რეალურად, რეფერენდუმად გამოცხადებულ მომავალ არჩევნებს შიშით ელოდება. რაც არ უნდა იყოს,  43%-იანი ბარიერი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია „ოცნების“ თავზე და შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლის მიუხედავად, გუნდს არაოფიციალური ვალდებულება აქვს აღებული, რომ თუ ამ ბარიერს ვერ გადალახავენ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. ხმამაღლა სულ სხვა რამეს კი იმ მიზეზით ამბობენ, რომ ამომრჩეველი არ დაითრგუნოს და შიშით არ შემოხაზოს 41, ვაითუ ვერ ვიგებთ და ოპოზიციაც გავანაწყენოო.

ყველაფერთან ერთად, მთავარი, რაც დღეს „ოცნებას“ აკლია, ფინანსებია. მაჟორიტარი კანდიდატების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეჯერა, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა, მაგრამ როცა 100 ლიტრი საწვავი და 1000 ლარი მიუგდეს, მიხვდნენ, ყველაფერი იმაზე უარესად არის, ვიდრე გარედან ჩანს. „ოცნების“ ლიდერებისთვის მთავარია, საკუთარი სამეგობროს ოლქები არ წააგონ და სწორედ ამიტომ, შეწირული თანხის უდიდესი ნაწილი თბილისს ხმარდება, დანარჩენი კი იმ რეგიონებს, სადაც „ოცნების“ სახეები არიან (მაგალითად, არჩილ თალაკვაძის ძმის პიარს). მეტსაც გეტყვით – კანდიდატებს პლაკატებიც კი არ დაუბეჭდეს მანამ, სანამ თითოეულმა მათგანმა პლაკატების დასაბეჭდი თანხა პარტიას არ შესწირა.

„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილი იძულებული გახდა ივანიშვილთან თანხებზე ეწუწუნა, კი არ ეთხოვა, არამედ უბრალოდ ეწუწუნა, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ მკაცრი პასუხი მიიღო, თუ 9 წლის განმავლობაში არჩევნების ჩასატარებელი თანხების მობილიზებაც ვერ შეძელით, ხელისუფლებაში ყოფნას არ იმსახურებთო. შედეგად, „ოცნებამ“ ფულისთვის იმ ბიზნესმენებს მიაკითხა, რომლებიც ტენდერების დროს სასათბურე პირობებში არიან“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

ახლა კი ტენდერებთან დაკავშირებით, ყველაზე საინტერესო. გემახსოვრებათ, ხელისუფლებამ 500 მილიონი რომ გამონახა რეგიონების განვითარებისთვის. ჰოდა, ამ 500 მილიონის ტენდერები გამოცხადებულია, ნახევარზე მეტი დასრულებულია და მუშაობაც მიმდინარეობს, თუმცა… იმისათვის, რომ ამ 500 მილიონიდან მმართველი პარტიის ყულაბას გარკვეული თანხა ერგოს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს უბრალოდ დისკვალიფიკაციას აძლევენ, შემდეგ მეორე კომპანიასაც აშავებენ და ასე მანამ, სანამ იმ კომპამნიამდე არ მივლენ, რომელიც ხელისუფლებასთან მეგობრულ ურთიერთობაშია. დისკვალიფიცირეული კომპანიები სასამართლოში გარბიან, მაგრამ სასამართლო მინიმუმ ერთ თვეს გაიჭიმება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ აღარავის არაფერი ემახსოვრება და რაც მთავარია, „ოცნება“ არჩევნებისთვის საჭირო ფულს მოაგროვებს.

რადგან თანხები ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში, ფულს არც ოპოზიცია ისვრის და თუ დიდ ქალაქებს არ ჩავთვლით, პატარა მუნიციპალიტეტებში ოპოზიციის კანდიდატთა ერთ პლაკატსაც ვერ ნახავთ. ეს იმას ნიშნავს,რომ ოპოზიციის მთავარი გათვლა სწორედ სააკაშვილის ჩამოსვლის ეფექტზეა. ამიტომ ვამბობთ, რომ ექსპრეზიდენტის განცხადება არ იქნება ადრინდელივით ჰაერში დაცლილი თოფი, ის იმის ფონს მაინც შექმნის, რომ თითქოს დაბრუნებას მართლა აპირებს და ამით მხარდამჭერებში სერიოზულ აჟიოტაჟსაც გამოიწვევს. რამდენად ეყოფა ეს აჟიოტაჟი იმას, რომ „ოცნებამ“ არჩევნებზე 43% არ მიიღოს, 2 ოქტომბრის საღამოს ვნახავთ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved