“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ამერიკაში, დემოკრატიის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილს არ უშვებენ, ამიტომ მან შემოვლითი გზა იპოვა და იქ პრეზიდენტს უშვებს.
“ღარიბაშვილს არ უშვებენ და მან გამოძებნა შემოსავლელი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული გზა და აგზავნის ქალბატონ სალომეს და ამით ასე ვთქვათ უნდა იმართლოს თავი და ის, რომ ფაქტობრივად ის არის ივანიშვილის მარიონეტი და რეალურად არ აქვს მას ქვეყანაში კონსტიტუციური ფუნქციის აღსრულების თავი და მისი ბოლო განცხადებები, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ მას აქვს სიკვდილის უფლება და ა.შ. ბევრი სისულელე, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ის ამერიკისთვის გახდა პერსონა ნონ გრატა”, – თქვა რომან გოცირიძემ.
კომენტარები