• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბ გიგას არ გამოესარჩლა, მაგრამ აი მდიდარ კეზერას რომ თავს დაესხა მელია…” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:29 04-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,699

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“გუშინწინ, ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა.
მან აღიარა რომ “ჯანსაღ რჩევებს” აძლევს პოლიტიკურ სპექტრს და მერე, ისინი ამ “ჯანსაღი რჩევების” საფუძველზე ირჩევენ სამიზნეებად მათ, ვინც არ იღებს კეზერას რჩევებს.
მიმაჩნია, რომ საჯარო ინტერებშია საზოგადოებამ იცოდეს ის ხალხი, ვისი მოტივატორიც ამ საქმეში ფული და გადახვეწილი, არაანგარიშვალდებული პირის “ჯანსაღი რჩევებია”.
ისინი, ვინც კეზერაშვილის „ჯანსაღი რჩევა“ გაითვალისწინა:
1. გიგი უგულავა
2021 წლის თებერვალში მან ბოკერია შეადარა ლუკაშენკოს, თქვა რომ ბოკერია ახალგაზრდებს უბლოკავს გზას პოლიტიკისკენ.
„ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ.
პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ”.
რამდენიმე თვეში, უგულავამ, ალბათ “ახალგაზრდების კვოტით”, 5 ნომრით იყარა კენჭი ფოთში.
ამ სიმართლით უნდა იაროს მთელი ცხოვრება უგულავამ და ამას უზრუნველვყოფ.
2. გაბაშვილი, თარგამაძე და თარხნიშვილი – ესენი იმას შვებიან, რასაც უგულავა, ეს ასმევს – მისი ანტურაჟია.
ყველამ დაწერა პოსტი ბოკერიას წასვლის აუცილებლობაზე.
შემდეგ ყველა ერთად, მელიას გარშემო ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას – როცა მელია კეზერაშვილის ფავორიტი იყო.
3. ზურაბ ჭიაბერაშვილი – 2021 წლის თებერვალში მან დაწერა პოსტი პასუხისმგებლობის აღებაზე და ახალგაზრდებისთვის გზის დათმობაზე, თქვა რომ მიდის პარტიიდან და პოლიტიკიდან, სხვებსაც მოუწოდა იგივე გაეკეთებინათ.
პარტიიდან წასვლაზე განცხადების გაკეთების შემდეგ, იმ პოლიტსაბჭოზე მივიდა, სადაც ეს საკითხი წყდებოდა და ბოკერიას „დაემუქრა“ შენ თუ არ წახვალ პარტიიდან, მე წავალო – უკვე წასული იყო, მაგრამ „ჯანსაღ რჩევებს“ გულმოდგინედ რომ ითვალისწინებდა, ორჯერ წავიდა.
ერთ წელიწადში ნაცებს თავმჯდომარედ შესთავაზა საკუთარი “მაკონსოლიდირებელი უნარები” და როცა წარსული შეახსენა ტაბულამ – ფორმულას და მთავარის წამყვანთა ისტერიკები ცას მისწვდა.
3. სერგი კაპანაძე – ის ჯერ გენერალურ მდივნობას დათანხმდა, ყრილობის წინა დღეს უარი თქვა, გრასში წავიდა და რამდენიმე თვეში, 2021 წლის 1 ოქტომბერს გრასმა ფორმულასთან მემორანდუმი გააფორმა
1 ოქტომბრამდე, კეზერას მაშინდელ ფავორიტს – მელიას ეხმარებოდა შტაბში.
4. ირაკლი კიკნაველიძე – ირაკლიმ არა მხოლოდ კეზერას „ჯანსაღი რჩევა“ მიიღო, არამედ მესტუმრა და მე მთავაზობდა მიღებას – საბედნიეროდ გიგა მოვიდა მალე და საუბარი შევწყვიტეთ. ამიტომ ვერ იპოვეს დილას მზიურში გადაჩეხილი.
შემდეგ, ბოკერიას პარტიიდან, მისივე აღწერით, „ბიძინასთან ბრძოლის შუაგულში“ გადაინაცვლა, როგორც მოგვიანებით გაირკვა – ფორმულაში და იქ აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას.
5. ელენე ხოშტარია – ელენე უკვე თითქმის გასული იყო პარტიიდან (ჯანსაღი რჩევების საფუძველზე), მაგრამ ყველაფერი იცოდა როგორც მან, ისე მისმა გარემოიცვამ და განზე გადგნენ. მისივე თქმით, კეზერაშვილი მას ფინანსურად ეხმარება.
ღარიბ გიგას არ გამოესარჩლა, მაგრამ აი მდიდარ კეზერას რომ თავს დაესხა მელია, პატიოსნების სახელით აიმაღლა ხმა!
6. დავით ბაქრაძე – ეს ისედაც გავიდოდა ალბათ პარლამენტში შესასვლელად, მაგრამ დავით კეზერაშვილის ჯანსაღი რჩევა ბოლომდე გაითვალისწინა იმაში, რომ ბოკერიას ახალგაზრდებისთვის გზის გადაღობვაში და უპასუხისმგებლობაში ამხელდა – ახლა მოგეხსენებათ პარლამენტშია და ქოცებთან ერთად არგენტინაში დაგულაობს.
კიდევ არიან, ერთი ორი – მათი აღწერა მეზარება …უმნიშვნელოა.
თუმცა ევროპული საქართველოს ყოფილი ლიდერებით არ იფარგლება კეზერაშვილის მინიონების უღირსობა და რიცხვი და დრო და დრო, სხვებზეც მოვყვები.
ეს ყველაფერი აქ არ გაჩერებულა – გაგრძელდა პარტიის იზოლაციის მცდელობით (რომ დაემტკიცებინათ რომ მართლები იყვნენ) და მე მაგათ ყველას ჩამოვაქცევ.”
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved