• რეკლამა
  • კონტაქტი
20:10, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა

ალია ავტორი - ალია
13:23 08-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
605

გუშინ ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა.

შოვში კლდოვანი მასა ჩამოიშალა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ღამით ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს მაშველებმა, თავდაცვის ძალებმა და ტექნიკამ.

დილით კი რეგიონის რწმუნებულის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მხრიდან ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდა.

პარმენ მარგველიძე – სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად თან ახლავს იმ მასშტაბის სტიქიებს, რაც შოვში 3 აგვისტოს განვითარდა.

მისი თქმით, დილით ქვათაცვენა აღარ დაფიქსირებულა და შესაბამისად სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა ძალებმა და ტექნიკამ ტერიტორიაზე მუშაობა გააგრძელა.

“გუშინ გვიან ღამით მდინარე ბუბას კალაპოტში დაფიქსირდა ქვათაცვენის ფაქტი. ეს, როგორც სპეციალისტები ამბობენ დამახასიათებელია ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ. ვინაიდან ღამით ცუდი ხილვადობა იყო, მოხდა სამუშაოების შეჩერება დილამდე. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვერტმფრენითა და დრონებით დათვალიერებული იქნა ეს ხეობა და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია” – განაცხადა პარმენ მარგველიძემ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 ადამიანი კვლავ იძებნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved