• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ორშაბათი, 20 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღამით მეორე პაციენტს ნევროზული შეტევა დაემართა და ბაბუას უყვიროდა „მოკვდი, მოკვდი, ოღონდ დამაძინეო” – კოვიდპაციენტის წერილი

ალია ავტორი - ალია
18:39 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თემო რეხვიაშვილი, წერს:

„თელავის კოვიდსასტუმროს აივანზე ვიჯექი, ყავას ვსვამდი და კავკასიონიდან მზის ამოსვლას ვუყურებდი და როცა გავიფიქრე, როგორ გამიმართლა, რომ ასეთ კარგ სასტუმროში მოვხვდი, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი, სუნთქვა შემეკრა, სიცხე ამეწია 40 გრადუსზე, გულის ფრიალი დამეწყო და მკერდთან საშინელი სიმძიმე ვიგრძენი.

თელავის კლინიკებში ადგილი არ იყო, სასწრაფომ საგარეჯოში წამიყვანა, (მადლობა იქაურ ექიმებს) 2-კაციან პალატაში მესამე მე შემიყვანეს, (ადგილების დეფიციტია ყველგან) ამ პალატაში ერთი ბაბუის ტოლი კაცი განსაკუთრებით ცუდად იყო და ხვნეშოდა, ღამით მეორე პაციენტს ნევროზული შეტევა დაემართა და ბაბუას უყვიროდა „მოკვდი, მოკვდი, ოღონდ დამაძინეო”.

მოკლედ ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე.

ნევროზი მეც დამეწყო, 11 დღე სიცხეებთან ერთად სხვადასხვა სიმპტომებიც მქონდა, რაღაც სიმპტომები ახლაც მაქვს, სუნს ვერ ვგრძნობ, ვერც ზოგიერთი საჭმლის გემოს, სუსტად ვარ და ზოგჯერ პანიკური შეტევებიც მემართება.

ექიმები მამშვიდებდნენ, შენ მსუბუქი პაციენტი ხარ, ნუ ნერვიულობო. წარმომიდგენია, საშუალო ან მძიმე პაციენტები როგორ გრძნობენ თავს, წარმომიდგენია კი არა, შეღებულ პალატებში შევიხედე და დავინახე გათიშული, აპარატზე შეერთებული ადამიანები. სანამ დამემართებოდა ასე მძაფრად ვერ აღვიქვამდი შექმნილ ვითარებას.

ჩემ გარშემო ბევრს ეშინია აცრის და მინდა, უბრალოდ იცოდნენ რა ხდება შიგნით.

ერთი თვის მერე მექნება აცრის უფლება და აუცილებლად ავიცრები. არ მინდა, რომ ასეთი დღეები კიდევ გამოვიარო“

თეგები: თემო რეხვიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

17:16 04-20-2026
Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის

12:31 04-20-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved