• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეტყვით ვინ აფინანსებს ჩემ სწავლას და რატომ მძულს “ქართული ოცნება”

ალია ავტორი - ალია
18:34 06-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

სკანდალურად ცნობილი მსახიობი თინა მახარაძე ორი წელია ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს. თინა ამერიკაში სასწავლებლად განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით წავიდა, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ. ამასთან დაკავშირებით, მსახიობმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ასეთი ტიპის შეკითხვებს ვიღებ პირდაპირ და ირიბად ბოლო სამი წელია და არასდროს გამჩენია სურვილი, მეპასუხა.

იმიტომ რომ ა) ვერ ვარ ტოლერანტული უსაზღვრო სისულელის მიმართ, ბ) არ ვარ ვალდებული, საქართველოს მოსახლეობა დავააფდეითო ჩემი ცხოვრების დეტალებით, მაგრამ ამ ერთხელ და ბოლოჯერ გიპასუხებთ.

ჩემს სწავლას არ აფინანსებს „ქართული ოცნება“. მე მივიღე გრანტი განათლების საერთაშორისო ცენტრისგან, რომელიც საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფესიონალური ინსტიტუციაა და ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები, რომ სრულიად ობიექტურად შეაფასეს და აარჩიეს ჩემი აპლიკაცია, ისევე როგორც ეს დანარჩენი აპლიკანტების შემთხვევაში მოხდა.

განათლების საერთაშორისო ცენტრი არ აფინანსებს ლოკალურად ცნობილ ფიგურა თინა მახარაძეს, რომელსაც სძულს ქართული ოცნება.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა დააფინანსა საქართველოს მოქალაქე თინათინ მახარაძე, მის მიერ წარდგენილი უამრავი დოკუმენტაციის, ნამუშევრებისა და მსოფლიო კინოინდუსტრიის პროფესიონალების მიერ გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილების საფუძველზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრს ერთბაშად არ მოუცია ჩემთვის სამწლიანი მაგისტრატურის საფასური.

ყოველი ახალი აკადემიური წლის დასაწყისში ახლიდან შევავსე და გავგზავნე აპლიკაცია, ახლიდან წარვადგინე ახალი ნამუშევრები, სარეკომენდაციო წერილები, ნიშნების ფურცლები უმაღლესი GPA-ით, ახლიდან გავიარე მთელი რიგი საკონკურსო ბიუროკრატია და ამ აურაცხელი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო ცენტრმა ახლიდან გადაწყვიტა, რომ მე ვიმსახურებ მათ მხარდაჭერასა და სწავლის დაფინანსებას.

შრომა, რომელიც მე მაქვს ჩადებული ჩემს სწავლასა და გრანტების მიღებაში, არის რთულად წარმოსადგენი და ნიშნავს სამწლიან უძილო ღამეებს, არაადამიანურ მუშაობას, სტრესს და რაც მთავარია, ამ შრომის ბრწყინვალე შედეგს. როგორც ბაკურ სვანიძე იტყოდა, ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე შედეგს.

(One more time: განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს საქართველოს მოქალაქე ინდივიდუალებს მათ მიერ წარმოდგენილი აპლიკაციების საფუძველზე, მათი პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის განურჩევლად. და უღრმესი მადლობა მათ ამისთვის!)

გაითვალისწინეთ, რომ გრანტი არ მიმიღია მხოლოდ საქართველოდან, ასევე ვარ Made in NY Scholarship Fund გრანტის, ასევე MOME გრანტის, ანუ The City of New York Mayor’s Office of Media & Entertainment გრანტის მფლობელი. ანუ მე დამაფინანსა ჯერ ნიუ იორკის მერიამ, შემდეგ – საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრმა, მერე ისევ ნიუ იორკის მერიამ და ა.შ.

რატომ მაფინანსებენ? იმიტომ, რომ ვიმსახურებ.

რატომ მძულს ქართული ოცნება? იმიტომ, რომ როგორც პუტინისტები და ქვეყნის მტრები, იმსახურებენ უკიდეგანო სიძულვილს.

რა შუაშია განათლების საერთაშორისო ცენტრი ამ ყველაფერთან? არაფერ შუაში.

მე რაში დავხარჯე ეს ამდენი გრანტი? მხოლოდ სწავლასა და შრომაში, რომ გამოვადგე ჩემს ლამაზ სამშობლოს. Bye“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved