• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გეტყვით, რაც ვიცი. ბოდიში, რომ გამოხმაურება დამაგვიანდა” – ვახუშტი მენაბდე ბრალდებებს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
12:50 08-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,623

ვახუშტი მენაბდე, რომელსაც ,,ნაცმოძრაობა” ,,ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს, საპასუხო პოსტს აქვეყნებს:

,,ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ჩვენი მოძრაობა, სოციალური დემოკრატიისთვის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მძალვრი შენაკადია. ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთავოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად. რადგან პირველი ვერ შეძლეს, სხვების გაშავებაზე გადავიდნენ, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ. ცუდი ის არის, რომ ისინი წინააღმდეგობის საბოტაჟით არიან დაკავებულები.

არ მეგონა სრულწლოვან ასაკში მამაჩემის საქმიანობაზე თუ უნდა ჩამებარებინა ანგარიში, მაგრამ, რაკი ამის საჭიროება გაჩნდა, გეტყვით, რაც ვიცი. ბოდიში, რომ გამოხმაურება დამაგვიანდა. მხოლოდ ზოგადად ინფორმაციას ვფლობდი ტენდერების შესახებ – ისიც იმიტომ, რომ როცა რამდენიმე თვის წინ მითხრეს, “მამაშენის ტენდერებს კუდს აბამენო”, ამის მერე წავედი და ვკითხე მამაჩემს რა ხდებოდა. დღეს დილით დავაზუსტე დანარჩენი. ამან დრო წაიღო.

მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს. ამისთვის მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს. ეს ტენდერები არის ბეტონის მიწოდება სოფლებში გზის მშენებლობისთვის. ამაში რა არის საეჭვო, არ ვიცი (რამე თანამდებობა მიკავია და ვეხმარები ტენდერში გამარჯვებაში?), მაგრამ თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, ჯობია, ჯერ გამოიკვლიოს. თუმცა გასაგებია, რომ საკითხის გარკვევა არაა იმათი მიზანი, ვინც ბრალდებას მიყენებს.

ეს ხალხი ამ ამბის შესახებ ინფორმაციას სულ ცოტა რამდენიმე თვეა ფლობს. ახლა რომ წამოწიეს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანად გადაწყვიტეს ჩვენს მოძრაობაზე შეტევა: გუშინწინ გოტაზე და საზმაუს მარშზე, გუშინ ლუკაზე და ახლა ჩემზეც. მე მზად ვარ, ჩემი საქმიანობის შესახებ ყველა კითხვას ვუპასუხო. რაც შეეხება მამაჩემს და ჩემს ძმას, დღეს დილით ველაპარაკე და მათაც ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი.

რაც რეჟიმთან წინააღმდეგობაში ვარ ჩართული, ერთი მხრივ ქოცები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩემზე საერთაშორისო დაფინანსების შესახებ ნეგატიური პროპაგანდა ააგორონ. ხან რა მოიგონეს ხან რა. და პარალელურად, მთელი ეს დრო, ნაცები ტენდერების თემას ამზადებდნენ. რახან ორივე მხრიდან გვიტევენ, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ.“

ვახუშტი მენაბდეს ენმ “ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს

თეგები: ვახუშტი მენაბდე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved