გერმანული გამოცემა Deutche Welle საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ პრემიერი გადადგა, რათა ოპოზიციონერის დაკავებით გამოწვეული პოლიტიკური პოლარიზაცია არ დაუშვას.
გახარიამ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში არსებულმა უთანხმოებამ შეიძლება მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას პრობლემები შეუქმნას და საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო დიდ პოლარიზებას გამოიწვევს – წერს Deutche Welle.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრობის ახლა კანდიდატს „ქართული ოცნება“ 19 თებერვალს წარადგენს.
კომენტარები