• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ, გვინდა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი კვალი დავტოვოთ – ხვიჩა კვარაცხელია

ალია ავტორი - ალია
11:31 06-16-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

უეფა-ს ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

„საქართველოში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის ახლა ინდივიდუალური წარმატება არც ისე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავია. ჩვენ გავხდით ერთი დიდი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია. გურამ კაშია ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი ადამიანია, ის ჩვენზე უფროსი და გამოცდილია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენს ვარჯიშობს, რამდენიც საჭიროა. ის ნამდვილი კაპიტანია, მოედანზე და მის მიღმა ყველაფერს აკეთებს, რაც კაპიტანს ევალება.

ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება – ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ. გვინდა, ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ქართული და, ზოგადად, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დავწეროთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი მთლიანად მომავალ ტურნირზეა კონცენტრირებული – საქართველო ჩვენს დებიუტს მოუთმენლად ელის. 18 ივნისს მთელი ქვეყანა გაერთიანდება და ვეცდებით, გავიმარჯვოთ.

მაქსიმალური ინტენსივობით ვარჯიშობთ და ემოციებით დატვირთულები ვართ, მაგრამ მის კონტროლს ვცდილობთ და პირველი თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადებით, რადგან მნიშვნელოვანია, ტურნირს რა განწყობით დავიწყებთ. ნებისმიერი სხვა გუნდის მსგავსად, ჩვენი უპირველესი მიზანიც ჯგუფური ეტაპის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რა გრძნობა მეუფლება, როცა საქართველოს ნაკრების თილისმას მიწოდებენ? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობელი ვარ, რომ ჩემი შრომა დაფასებულია. ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, მაგრამ თითოეული მათგანისთვის მთავარი გუნდურობაა, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved