გერმანიაში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინორმაციას გერმანული გამოცემა, დოიჩე ველე გერმანიის ჯანდაცვის სამინიტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით სამივე პაციენტი ბავარიიდან არის და ერთი და იმავე კომპანიაში, ვებასტოში მუშაობს.
გამოცემის ცნობით, კორონა ვირუსი ამავე კომპანიის ჩინელმა თანამშრომელმა ქალმა გაავრცელა.
ვირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ კიდევ 40 ადამიანია, რომელთაც ინფექციის გამავრცელებელ ქალთამ ჰქონდათ კონტაქტი. ამჟამად ეს ადამიანები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევაც ბავარიაში დაფიქსირდა.
ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.
კომენტარები