გერმანიაში ექიმმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცარიელი ამპულებით კიოლნის ტაძრის ასლი ააწყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამცემის ინფორმაციით, ბასტიან კირში თერაპევტია და კიოლნის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მუშაობს. მან ცარიელი ამპულების უტილიზაციის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა და მათი გამოყენებით ცნობილი კიოლნის ტაძრის ასლი ააწყო.
ამისთვის მან 220 ამპულა გამოიყენა. ახლა მისი ქმნილება სამედიცინო ცენტრშია გამოფენილი, სადაც ექიმი მუშაობს.

კომენტარები