გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ გერმანია მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს. ინფორმაცია გერმანიის მთავრობის სპიკერმა გაავრცელა.
გერმანიის მთავრობის სპიკერის, შტეფენ ჰებეშტრაიტის თქმით, შოლცმა ზემოხსენებული როლის მორგებასთან დაკავშირებით “ზოგადი მზადყოფნა” გამოთქვა.
ამასთან, ჰებეშტრაიტის თქმით, მას არ შეუძლია სპეკულირება იმაზე, მოიცავს თუ არა უსაფრთხოების გარანტორის როლი სამხედრო კომპონენტებსაც.
კომენტარები