• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანია ესტონეთს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის უფლებას არ აძლევს

ალია ავტორი - ალია
15:09 01-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანია ესტონეთს, NATO-ს წევრ ქვეყანას, არ აძლევს უფლებას, რომ უკრაინას გადასცეს იარაღი, რომელიც გერმანული წარმომავლობისაა. ბალტიის ქვეყანამ კიევისთვის შეიარაღებით დახმარება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო გადაწყვიტა. 

აშშ-ს, ბრიტანეთის, პოლონეთისა და NATO-ს სხვა წევრებისგან განსხვავებით, გერმანიას უკრაინისთვის ლეტალური იარაღის პირდაპირ მიწოდებაზე უარი აქვს ნათქვამი. ხოლო ესტონეთის შემთხვევაში, გერმანელი და ესტონელი ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ბერლინმა უარი თქვა მესამე ქვეყნისთვის საარტილერიო დანადგარების გადაცემის ნებართვაზე, რადგან ეს შეიარაღება გერმანული წარმომავლობისაა. 

საუბარია D-30 ტიპის ჰაუბიცებზე, რომლებსაც 122-მმ.-იანი ჭურვების 15-20 კილომეტრის მანძილზე სროლა შეუძლიათ. ეს ჰაუბიცები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაამზადეს, განლაგებული იყო ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში – გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ბერლინმა 1990-იან წლებში ჰაუბიცების ექსპორტირება მოახდინა ფინეთში, რომელმაც 2009 წელს დანადგარები ესტონეთს გადასცა. გერმანიის იარაღის ექსპორტის კანონის შესაბამისად, ესტონეთმა ბერლინს სთხოვა ნებართვა უკრაინისთვის ჰაუბიცების გადაცემის შესახებ, რაზეც უარი მიიღო. 2009 წელს იგივე უფლება ფინეთმა უპრობლემოდ მიიღო. 

“შეიარაღების ექსპორტის პრინციპი მუდამ ერთია, მოდის ის პირდაპირ გერმანიიდან, თუ მესამე ქვეყნიდან. ამ მხრივ ჯერ ნებართვა არ გაცემულა. შეუძლებელია პროცესის შედეგების გამოთვლა”, – თქვა WSJ-სთან გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა იარაღის ექსპორტის ნებართვასა და უკრაინა-რუსეთის დაძაბულ ვითარებაზე. 

ესტონეთი აგრძელებს მცდელობას, რომ ბერლინში გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. 

“იმედია გერმანიისგან ნებართვას მივიღებთ. ესტონეთმა აჩვენა, რომ ჩვენ გვსურს უკრაინისთვის პრაქტიკული გზებით დახმარება, ყველანაირად, როგორც შეგვიძლია”, – ამბობს კრისტო ენ ვაგა, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი. 

ბალტიის ქვეყნებმა, რომლებიც თავად იარაღის დიდი მწარმოებლები არ არიან, უკრაინისთვის NATO-ს მოკავშირეებისგან შეძენილი იარაღით დახმარება გადაწყვიტეს. გასულ დღეებში მათ აშშ-მ ნება დართო კიევისთვის გადაეცათ ამერიკული წარმოების იარაღი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved