• რეკლამა
  • კონტაქტი
21:10, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გენერალური პროკურორის განცხადებით, ნარკორეალიზატორების მიმართ პროკურატურა მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ახორციელებს

ალია ავტორი - ალია
19:52 01-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ გატარებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.  

გენერალური პროკურორის განცხადებით, ნარკორეალიზატორების მიმართ პროკურატურა მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ახორციელებს. მისი თქმით, 2020 წელს 71-დან 70 შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი და გამოყენებული იყო პატიმრობა. ნარკორეალიზატორთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეები სრულდებოდა არსებითი განხილვით და სასამართლოს მიერ გამოიყენებოდა მკაცრი სასჯელები. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, 2020 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობდა. 

„კვლავ გაგრძელდა ბოლო წლების ტენდენცია და ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა გამოვლენაზე. განსაკუთრებით აქტუალური იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის ისეთი ახალი სქემების გამოვლენა, როგორიცაა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ონლაინ ვაჭრობა. ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად 2020 წელს 16 ნარკომოვაჭრე და 13 ე.წ. ,,ინტერნეტ მაღაზია გამოვლინდა“ – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. 

ირაკლი შოთაძემ ასევე, უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტების შესწავლას, აქტივების მოძიებასა და მათ მიდევნებას.  მისივე თქმით, 2020 წელს, ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ჩამორთმევას დაექვემდებარა 854 848 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, 2020 წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობით გამოვლენილი იქნა 110კგ. „ჰეროინის“ საერთაშორისო ტრანზიტის ფაქტი. ირაკლი შოთაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში წარმატებით განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზებული ჯგუფის სამი სხვა ქვეყნის მოქალაქე წევრის მიმართ და გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

თეგები: ირაკლი შოთაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved