• რეკლამა
  • კონტაქტი
22:36, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გენერალური პროკურორი: მოკლე დროში ჩვენ შევძელით და დავნერგეთ არაერთი ციფრული პროდუქტი და ჩავატარეთ საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები

ალია ავტორი - ალია
00:05 01-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას,  უწყებაში არაერთი ციფრული პროდუქტის და ანალიტიკური კვლევების დანერგვის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით პროკურატურისთვის გამორჩეულად წარმატებული წელი იყო.

„თანამედროვე სამყაროში, წარმოუდგენელია წამატების მიღწევა ინოვაციური ციფრული პროდუქტების, სტატისიტკურ-ანალიტიკური ექლქტრონულ სისტემების და კომპლექსური კვლევების გარეშე, რომლის შედეგებსაც უნდა ეფუძნებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირება, თანამშრომელთა რანგირების სისტემა, საკადრო როტაცია, წახალისებისა და დისციპლინირების საკითხები. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ თვალსაზრისით 2020 წელი საქართველოს პროკურატურისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო, ვინაიდან მოკლე დროში ჩვენ შევძელით და დავნერგეთ არაერთი ციფრული პროდუქტი და ჩავატარეთ საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები“ –  განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ელექტრონული მმართველობის სააგენტოს“ ერთობლივი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონულ სისტემა, რომელიც 2019 წლის ნოემბრიდან ეტაპობრივად ჩაირთო და დღეის მდგომარეობით უკვე მოქმედებს საქართველოს პროკურატურის ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების საგამოძიებო დანაყოფებში. ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვა არის ინოვაციური ნაბიჯი გამოძიების სრულყოფილად და ეფექტიანად წარმოების მიმართულებით.

გენერალურმა პროკურორმა ანალიტიკურ პორტალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია ანალიზების, სახელმძღვანელოების, რეკომენდაციებისა და კვლევების შესახებ. ანალიტიკური პროგრამული სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას თანამშრომელთა დატვირთვის მონიტორინგის ავტომატიზაცია წარმოადგენს.

ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურაში დანერგილ სიახლეზე, თანამშრომელთა რანგირების სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

„რანგირებას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ექვემდებარებიან და მისი მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგმვა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. 2020 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორსა და გამომძიებელს საწყისი – მესამე რანგი მიენიჭა“ – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

თეგები: ირაკლი შოთაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved