• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, ორშაბათი, 11 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გენერალური აუდიტორის თანამდებობას გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს

ალია ავტორი - ალია
11:57 06-04-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

გუშინ, ბატონმა ცოტნე ყავლაშვილმა მომმართა გენერალური აუდიტორის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ის დაბრუნდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, რომელსაც ის 2015-2022 წლებშიც იკავებდა. ამასთან 2013-2022 წლებში ის ასევე იყო სახელმწიფო ხაზინის უფროსი, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები გენერალური აუდიტორის არჩევისთვის.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც კონსტიტუციური ორგანო, გადამწვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო  სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და კორუფციის რისკების მინიმიზებაა. საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას.

ამიტომ, გუნდთა და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანმდებობას, ხოლო 2024 წლიდან – გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოთ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ახლა უკვე დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს გენერალური აუდიტორის არჩევისთვის. რაც მომავლ კვირას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

12:32 08-11-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი – სანდოობა, როგორც ინოვაცია
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი – სანდოობა, როგორც ინოვაცია

12:28 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved