• რეკლამა
  • კონტაქტი
12:06, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გელათის ტაძარში ისევ წყალი ჩადის – რა განცხადებას აკეთებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო?

ალია ავტორი - ალია
15:35 12-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, წლის ბოლომდე გელათის ტაძრის ოთხივე მკლავი დროებით თუნუქის მყარი სახურავით დაიხურება. დროებითი გადახურვა ტაძარში წყლის ჩასვლის გამო გაჩნდა, რომელიც უნიკალურ ფრესკებს ანადგურებს.

სააგენტოში ამბობენ, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება. გადახურვას ისევ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” და მისი კონტრაქტორი კომპანია “იკორთა 2007” განახორციელებს, სამუშაოების მესამე ეტაპი წინასწარი პროგნოზით, 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპის დასრულების შემდეგ ინტერიერში წყლის ჩადინება არიდებული იქნება.

გელათის გუმბათის ყელის ძირის ნიშნული, ეკვდერები, საკურთხეველი, პასტოფორიუმები, კარიბჭეები და ნართექსი წინა ორი ეტაპის ფარგლებში თუნუქის ფილებით უკვე გადახურეს.

“პარალელურად, ახლო მომავალში გელათის სამონასტრო კომპლექსში სპეციალისტები ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად შესყიდული გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის წინასწარ განსაზღვრულ არეალებზე ინსტალაციის პროცესს დაიწყებენ. ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგის სენსორების მეშვეობით, განისაზღვრება მაკროკლიმატის (ტაძრის გარეთ არსებული გარემოს) გავლენა მიკროკლიმატზე (ტაძრის შიდა სივრცეზე) და მათი შესაძლო გავლენა კედლის მხატვრობის მდომარეობაზე”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა მის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება.

ცნობისთვის, გელათის მონასტერში უკვე 7 წელია რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მე-12 საუკუნის ტაძარის ერთ ნაწილში სახურავიდან წყალი ჩადის და უნიკალურ ფრესკებს თანდათან ანადგურებს. 

თეგები: გელათი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved