• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გელათის ფრესკების ნაწილის გადარჩენა შეუძლებელია” – მთავრობის მიერ შექმნილი რესტავრატორების ჯგუფის პირველი ანგარიში

ალია ავტორი - ალია
18:49 11-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

ფოტო – 2023 წლის 6 ივნისი, პრემიერი ღარიბაშვილი გელათში

გელათის ფრესკების გადარჩენა შეუძლებელია – ასეთია მთავრობის მიერ შექმილი რესტავტრატორების ჯგუფის პირველი ანგარიში.

ექსპერტების თქმით, არის მხატვრობის ნაწილისთვის, სადაც რესტავრაცია შეუძლებელია, ავთენტური სახე იკარგება და  დაზიანებები ისევ აქტიურ ფაზაშია. რეაბილიტაციუს კომიტეტის მთავადი მიზანი ახლა გელათის დროებითი გადახურვის დასრულებაა, რომ კედლების გამოშრობის პროცესი დაიწყოს.

დღეს უკვე თვალნათლივ სახეზეა წინა საკონსერვაციო ჩარევების წარუმატებლობა და ამ ჩარევების შედეგად კიდევ უფრო მოხდა კედლის მხატვრობის მდგომარეობის დამძიმება, რაც სამწუხაროდ, კიდევ უფრო აფერხებს და ხელს უშლის სამომავლო ჩარევას. ამ ეტაპზე რაც არის გამოკვეთილი, იმ ნაწილებში, სადაც საკონსერვაციო ჩარევა განხორციელდა 2021-22 წლებში, სამწუხაროდ, ამ ნაწილში საკონსერვაციო ჩარევის საშუალება ჩვენ არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მდგომარეობა არის კრიტიკული, დაზიანება კვლავ აქტიურია, მარილების კრისტალიზაციის ციკლი კვლავ აქტიურ ფაზაშია და რა თქმა უნდა, დანაკარგებიც კვლავ მიმდინარეა. რომ არ განოხრციელებულიყო ჩარევა, დანაკარგი იქნებოდა ბევრად ნაკლები, ვიდრე გვაქვს ახლა. ახლა, ამჟამად პროცესი დაზიანების არის მიმდინარე და რეალურად, ვერ ვერევით, ვერ ვეხებით. აქ არის წარმოდგენილი დაზიანების ძალიან მძიმე ფორმები. საგანგაში მდგომარეობა არის იმაში, რომ ეს დაზიანება არის მიმდინარე და დანაკარგი თუ დაზიანების დროს იყო საკმაოდ დიდი, სამწუხაროდ, დანაკარგის მასშტაბი იზრდება, – ამბობს კედლის მხატვრობის რესტავრატორი ლელა ნინოშვილი.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი, რომელსაც საპატრიარქო ხელმძღვანელობს უკვე 6 თევა მონასტერში მუშაობს. კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ ახლა მათ მიზანს კედლების გამოშრობა წარმოადგენს. მათი თქმით, არასწორად გაკეთებული გადახურვის სამუშაოების გამო ტაძარში წყალი ჩადიოდა და სინესტე დაგროვდა, ამის გამო კედლის გამოშრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რაც შეეხება კედლების სისველეს, უნდა მოხდეს მათი გამოშრობა. ბინებრივია, შეუძლებელია 100%-ით ყველაფრის აღდგენა, არის დაზიანებული სივრცეები. ამდენი საუკუნე გელათი ჩვენ შევინარჩუნეთ და მემგონი, ძალიან დიი სირცხვილი იქნება ყველა ჩვენთაგანის, რომ ჩვენ დავაზიანოთ, – ამბობენ კომიტეტში. 

2018-19 წლებში გელათის სახურავის სარემონტო სამუშაოების შედეგად ტაძარში წყალი ჩავიდა, რის შემედგაც შეუქცევადი პროცესები დაიწყო. 2021 წელს გელათის რეაბილიტაციის საქმეში იტალიური ასოციაცია, თუმცა დაზიანებებმა ტაძარში იმატა.

2023 წლის 6 ივნისს გელათში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი, ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

თეგები: გელათი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved