• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეკა” დაზარალებულებისგან ითხოვს გაჩერებას – შსს–ს უცნაური განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:35 09-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ დაესხნენ ქართული ოცნების წევრები თავს აქციის მონაწილეებს, შს მინისტრი, გელა გელაძე, რომელიც პირველი მინისტრია, ზედმეტსახელით “გეკა” რომ აწერს ხელს ოფიციალურ განცხადებებს, სწორედ აქციის მონაწილეებს, დაზარალებულებს მიმართავს და მოუწოდებს მათ დაემორჩილონ პოლიციას.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ არ ემორჩილებიან ოცნების წევრები პოლიციას, მაინც არავინ დაუკავებით და უცნობია, აქციის მონაწილეები როგორ უნდა დაემორჩილნონ, საკუთარი თავის გალახვის საშუალება უნდა მისცენ? ვინმე არაა “საკმარისად” ნაცემი და კიდევ საჭიროა?

“გეკა” ითხოვს, მოქალაქეებმა არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, თუ თავდამსხმელები არ იქნებიან დაკავებულნი, თუ მოქალაქეებმა უნდა აირიდონ ისინი თავიდან, რა საჭიროა, მაშ, პოლიცია? “გეკა” ამაზე არაფერს წერს.

“გეკას” უწყება ამტკიცებს, რომ დაპირისპირების დაწყებიდან მალევე მიიღეს შესაბამისი ზომები, ოღონდ, არც იმას აკონკრეტებს, დაანონსებული აქციის პირობებში, რატომ არ იყო საჭირო რაოდენობა პოლიციელთა მობილიზებული ადგილზე და არც იმას წერს, რა არის შესაბამისი ზომა, თუ ქართული ოცნების წევრები ვერ შეაკავა პოლიციამ, თუ თავდასხმა ვერ შეაჩერა, თუ არც ერთი თავდამსხმელი არ დაუკავებია?

“მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს, ხოლო  კანონდარღვევის  თითოეულ ფაქტს  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,” – წერია განცხადებაში. 

ვიდეო “გეკასა” და მდინარაძისთვის – ოცნების წევრებმა პოლიციელების კორდონი ძალით გაარღვიეს – რა სახის დალურჯებები ექნებათ პოლიციელებს დღეს?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved