• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გეგმის მიხედვით, სააკაშვილი სიმულანტობით უნდა მოხვდეს კერძო კლინიკაში, იქიდან კი 30 ოქტომბერს მხარდამჭერებმა უნდა გაიყვანონ – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
15:47 10-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა იმ გეგმის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილს აქვს.

პრემიერის ინფორმაციით, სააკაშვილი სიმულიანტობით ცდილობს კერძო პროფილის კლინიკაში გადასვლას, რადგან არსებობს გეგმა, რომ 30 ოქტომბერს მისმა მხარდამჭერებმა ის კლინიკიდან გაიყვანონ. 

“კაცი თვითონ შიმშილობს თუ დიეტაზეა, თვითონ იზიანებს თავის თავს და ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის პენიტენციური დაწესებულების ვალდებულება, ჩვენ ამასთან, დამატებით, ექიმების ჯგუფი ჩავრთეთ პროცესში მეტი გამჭვირვალობისთვის, იმისთვის, რომ ნაკლები საბაბი მიგვეცა სპეკულირებისთვის. 

მათი მიზანი რა იყო, სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ ის დაიწყებდა სიმულანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება და ა.შ. რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა აქვთ: 30 ოქტომბერს მოხდებოდა მათი მხარდამჭერების მობილიზება და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან, “გაათავისუფლებდნენ.” წარმოიდგინეთ, რა აბსურდში არიან. მე პრემიერ-მინისტრი ვარ და როგორღაც მაქვს ინფორმაციები. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან, კაცი, რომელიც იყო დიდ ილუზიაში, ჩამოვიდა და თავის ფეხით შევიდა ციხეში, როგორი ბრიყვული და გაუთვლელი, გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც ღმოჩნდა.

მეორე – წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან ეს ადამიანები და აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლების ვიწრო ჯგუფს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ განახორციელა მსგავსი ბინძური პროვოკაცია, როცა უნდოდა მას გამოსულიყო რუსთაველზე და მომხდარიყო 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც. მინდა ვთქვა, რომ მცდარი ინფორმაციაა, მინისტრ ტიკარაძეს არ უთქვამს, თავადაც გააკეთებს ამის თაობაზე კომენტარს. ეს არ არის მისი პრეროგატივა. ეს ერთი. მეორე ის, რომ მინისტრმა რატი ბრეგაძემ მას, როგორც კოლეგას მიმართა თხოვნით და ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა, რომ ექიმების ჯგუფი ჩართულიყო დამატებით პრევენციის მიზნით. ასე, რომ თუ  პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება  დამატებითი კვლევების  ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოსი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved