• რეკლამა
  • კონტაქტი
19:52, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

GDI: ტურავა კობახიძის მიმართ წარმოების დაწყებას არ აპირებს, წყაროს არასარწმუნოდ მიიჩნევს

ალია ავტორი - ალია
12:52 01-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავა მოსამართლე მანანა კობახიძის შესახებ ე.წ სუს-ის ფაილებიდან გავრცელებულ ინფორმაციას სარწმუნოდ/ავთენტურად არ მიიჩნევს და უარს ამბობს მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში აიისსას უფლებებს იცავს და წერს, რომ შესაბამისი წერილი მათ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღეს. 

საქმე ეხება სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ე.წ კრებსებს, რომელთა მიხედვითაც,  აიისას საქმის განხილვის პროცესში საქმის მოსამართლე მანანა კობახიძე დაინტერესებულ მხარეს, საქართველოს საპატრიარქოს იურიდიულ დახმარებას უწევდა.

GDI-ის განცხადებით, მაშინ, როდესაც სასულიერო პირი მოსამართლესთან კომუნიკაციის ფაქტს საჯაროდ ადასტურებს, ხოლო ამავე ინფორმაციის თანახმად, მანანა კობახიძე გენერალური პროკურატურისგან აღნიშნული ფაქტის შესახებ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ითხოვს, “სასამართლოს პასუხი უკანონო, ფორმალისტური და დაუსაბუთებელია”. 

“ამასთან, მის მიერ შუამდგომლობის პასუხად განვითარებული მსჯელობა მოკლებულია ანგარიშვალდებულების განცდას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სასამართლოს ავტორიტეტზე და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხზე”. – წერს ორგანიზაცია. 

GDI ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მანანა კობახიძის აიისას საქმიდან აცილების თაობაზე შუამდგომლობის განხილვა ამ დრომდე არ დაუსრულებია და ეს საკითხი კოლეგიამ დისციპლინური საქმის წარმოებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს. 

“აღნიშნულის ფონზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალისტური პასუხი დაყენებულ შუამდგომლობაზე აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების თაობაზე, ხოლო ამავე პერიოდში მანან კობახიძის არჩევა მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ, დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არაა მოწოდებული, დაიცვას საკუთარი ავტორიტეტი, შეინარჩუნოს საზოგადოებაში ნდობა და მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით”. – წერს GDI. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved