განსაკუთრებულ დავალებათა დეპრატმენტიდან მილერი ლაგაზაურიც წავიდა. “პირველების” ინფორმაციით, სანქცირებული “ხარებას„ სანქცირებულ მოადგილეს პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დიდი საკადრო ცვლილებებია. რამდენიმე დღის წინ პოსტიდან გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი. “ხარებას” ნაცვლად გდდ-ს დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა.
ასევე ცნობილია, რომ გდდ-ს დეპარტამენტი დატოვეს სამმართველოს სხვა ხელმძღვანელებმა და მათმა მოადგილეებმა. მათ შორის, საუბარია იოსებ მარგველაშვილსა და მირზა კეზევაძეზე.
კომენტარები