აჭარა-გურიის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო ბათუმს ბუნებრივი აირის მიწოდება დილიდან შეუწყდა.
„სოკარ აჭარის“ ხელმძღვანელის, ვახტანგ ბერიშვილის განცხადებით, მილსადენის დაზიანების გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ, როგორც აჭარაში ისე გურიაში არსებულ აბონენტებს.
უცნობია როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.
კომენტარები