• რეკლამა
  • კონტაქტი
08:43, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,გაზის დიფერენცირებული ტარიფი-სოციალური ზრუნვა თუ გაძვირების უფრო უმტკივნეულო მექანიზმი?“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:01 10-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
607

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე:

,,გაზის დიფერენცირებული ტარიფი-სოციალური ზრუნვა თუ გაძვირების უფრო უმტკივნეულო მექანიზმი?

როგორც ჩანს, წლის ბოლოს საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფების მატება იგეგმება. პარალელურად, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას, რომელიც გაზის ტარიფის მოხმარების მოცულობის მიხედვით დიფერენცირების საშუალებას იძლევა.

ოფიციალური არგუმენტი სოციალურ ინტერესებზე ზრუნვა და ენერგიის რაციონალური მოხმარების წახალისებაა. თუმცა, მთავარი კითხვა ასეთია: ეს ცვლილება მოსახლეობის დასაცავად კეთდება თუ გაზის გაძვირების შედარებით უმტკივნეულო ფორმაა?

თითქმის 30 წელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ფასი მოხმარების მოცულობაზეა დამოკიდებული. რატომ გახდა ამ სისტემის შეცვლა აუცილებელი სწორედ ახლა, როცა ტარიფების გადახედვის დრო ახლოვდება?

როგორ ასაბუთებენ ხელისუფლებაში ამ ცვლილების დადებით მახარეს?

-მცირე რაოდენობით გაზის მომხმარებლებისთვის შედარებით დაბალი ტარიფის დაწესებას სოციალური შეღავათის სახით წარმოაჩენენ;

-მაღალი მოხმარებისთვის უფრო მაღალი ტარიფი შესაძლოა ენერგიის დაზოგვის სტიმული გახდეს;

-დიფერენცირებულმა ტარიფმა შეიძლება ხელი შეუწყოს რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებას.

თუმცა, ეს შესაძლო სარგებელი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სატარიფო ცვლილებები მოსახლეობის უმრავლესობის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ გაძვირდება ყველასთვის, ოღონდ განსხვავებულად.

დიფერენცირებული ტარიფის მთავარი ფარული არსი გაზის გაძვირების უფრო მისაღები ფორმით წარდგენაა. გაზი მოსახლეობის ყველა კატეგოტიას გაუძვირდება, უბრალოდ, სხვადასხვა მომხმარებლისთვის ზრდა განსხვავებული იქნება.

დაბალი მოხმარების მქონე ოჯახებისთვის შედარებით ნაკლები ზრდა შეიძლება შეღავათად წარმოჩნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ გადასახადი შეუმცირდებათ ან არსებული ხარჯი შეუნარჩუნდებათ.

აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: დაბალი მოხმარების მქონე ოჯახებისთვის შედარებით დაბალი ტარიფის შენარჩუნების ხარჯი სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება-ამ ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვა საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებმა უნდა იკისრონ. ანუ ერთი ჯგუფისთვის შეღავათის შექმნა მეორე ჯგუფისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთად იქცევა.

ამასთან, დაბალი მოხმარება ავტომატურად არ ნიშნავს დაბალ შემოსავალს, ისევე როგორც მაღალი მოხმარება-მაღალ შემოსავალს. გაზის საჭიროება დამოკიდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, საცხოვრებლის ფართობზე, სახლის თბოიზოლაციაზე( განსაკუთრებით სოფლად), გათბობის სისტემასა და კლიმატურ( მათ შორის სეზონურ) პირობებზე. შესაძლოა, მრავალშვილიან ოჯახს ან დიდ, ცუდად იზოლირებულ სახლში მცხოვრებ ადამიანს გაზის მეტი მოხმარება ჰქონდეს არა ფუფუნების, არამედ აუცილებლობის გამო.

ვინ უნდა დააფინანსოს სოციალური შეღავათი?

თუ დაბალშემოსავლიანი ოჯახების დახმარება მართლაც აუცილებელია, ამისთვის სახელმწიფოს მიზნობრივი სოციალური პროგრამები აქვს და უნდა იყენებდეს კიდეც. სოციალური შეღავათი სახელმწიფოს მიზნობრივი მხარდაჭერით უნდა ფინანსდებოდეს და არა ტარიფების ისეთი დიფერენცირებით, რომლის შედეგადაც ერთი ჯგუფის ხარჯი სხვა მომხმარებლებს ეკისრებათ.

სოციალური პოლიტიკა ტარიფების დაყოფით არ უნდა ჩანაცვლდეს. თუ მიზანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაა, დახმარება მათ რეალურ საჭიროებებსა და შემოსავალს უნდა ეფუძნებოდეს და არა მხოლოდ მოხმარებული გაზის მოცულობას.

კიდევ ერთი სერიოზული საკითხი-ბიზნესისთვის გაზის შესაძლო გაძვირება. აქამდე გაზის კომპანიები ყოველთვის ბიზნესის ხარჯზე აბალანსებდნენ შემოსავლებს. ოჯახებისთვის შედარებით დაბალი ტარიფის შენარჩუნება ბიზნესისთვის უფრო მაღალი ტარიფის დაწესებით ფინანსდებოდა. ასეთი მიდგომა პრობლემას არა თუ ვერ აგვარებს, არამედ ართულებს კიდევაც. ბიზნესს გაზრდილი ხარჯი პროდუქციისა და მომსახურების ფასებში გადააქვს, რის გადახდაც საბოლოოდ ისევ მოსახლეობას უწევს. შედეგად, ოჯახებს შეიძლება ერთ მხარეს თითქოს შეღავათი ეძლევათ, მეორე მხარეს კი ფასების ზრდით იგივე ტვირთი უბრუნდებათ.

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ მოსახლეობას გაზის გარდაუვალ გაძვირებას დიფერენცირებული ტარიფის სახელით უფრო მარტივად შეაგუებენ. ერთი შეხედვით, ხელისუფლება თითქოს დაბალი მოხმარების მქონე ოჯახებზე ზრუნავს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს რეალურ შეღავათს. თუ საბოლოოდ ყველა ოჯახი მეტს გადაიხდის, ბიზნესის ხარჯები კი ფასების ზრდით ისევ მომხმარებლებს დაუბრუნდება, მაშინ საკითხავია, ვის იცავს ეს მოდელი და ვის აკისრებს მის საფასურს.

სოციალური ზრუნვა ტარიფების რაოდენობით არ იზომება. ის იმით იზომება, რეალურად რამდენად უმსუბუქდება ადამიანს ცხოვრების ხარჯი.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved