ტვ პირველის ინფორმაციით, გორში პოლიციელებმა რესტორანში იჩხუბეს. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ადგილზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები “გოგლიკა” და “ჩორნა” გამოიძახეს. ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, პოლიციელებს შორის ურთიერთობის გარკვევა ე.წ. კანონიერ ქურდებს დაევალათ.
სუს-ის და პოლიციის მაღალჩინოსნები აღნიშნავდნენ დღესასწაულს გიორგი კანდელაკის მფლობელობაში არსებულ რესტორანში. დღესასწაულის აღნიშვნის დროს მათ შორის მოხდა დაპირისპირება, კონფლიქტი, ეს ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა ეს ფაქტი და იმდენად გაღრმავდა ეს კონფლიქტი, რომ მათ შესარიგებლად და მათთ შორის ურთიერთობის გასარკვევად გამოიძახეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, “გოგლიკა” და “ჩორნა” და ჩაერთნენ პოლიციელების კონფლიქტში”, – ამბობს ენმ-ს წევრი.














კომენტარები