ვინ გასცა 20 ივნისს აქციის დარბევის ბრძანება? – მიტინგის მონაწილეები პასუხს გიორგი გახრიას და ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ.
ნიკა ფარულავა ამბობს, რომ დარბევის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ და ბიძინა ივანიშვილმა ერთობლივად მიიღეს.
„ის, რომ თითქოს რაციაში არ არსებობს გიორგი გახარიას მიერ ბრძანების ფაქტის დადასტურება და შეიძლება, ბიძინა ივანიშვილმა გასცა, ესეც არ ვიცით. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული. მგონია, რომ საერთო გადაწყვეტილება იყო და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას თანხმობის ან შეთავაზების გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხერხდებოდა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს სრული კონტროლი ჰქონოდა იქ, ადგილზე მიმდინარე ვითარებაზე, სწორედ ამიტომ იმყოფებოდა იქ ჩუბინიძე”.
კომენტარები