• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავიდეთ ოპოზიციასთან ერთად ყველა ქუჩაში – დავიცვათ ჩვენი ხმები და შევცვალოთ ხელისუფლება”

ალია ავტორი - ალია
17:09 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„კოვიდ-19–მა უკან ჩამოიტოვა უნიკალური და მიუწვდომელი ქართული გენი, ყოვლისშემძლე მუშკეტერები, საუკეთესო კრიზისმენეჯერები და დღევანდელი მონაცემებით საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობით პროცენტულად უსწრებს 61-მილიონიან იტალიას, ხოლო პირობებით, შესაძლებლობებით ჩამორჩება სავარაუდოდ ყველა ქვეყანას.

შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა: სად წავიდა სპეციალურად ამ მდგომარეობისთვის სესხად აღებული 3 მილიარდი, მაშინ როცა არც ერთი ობიექტი, არც სასწავლო, არც სამკურნალო და არც ნებისმიერი სამსახურის, არ აღმოჩნდა აღჭურვილი იმით, რაც ასეთ სიტუაციაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, ხოლო რაც შეძენილია, მაგალითად სიცხის გამზომი აპარატები, დიდი ვარაუდით, ძალიან იაფად, ფასის შესაბამისი ხარისხისაა და კაცმა არ იცის რას ზომავს.

უამრავი მაგალითია იმის, როცა კოვიდინფიცირებულებს ტელეფონის ზარზეც კი ვერ პასუხობენ, აღარაფერს ვამბობ მდგომარეობაზე კლინიკებში და ე.წ. კოვიდსასტუმროებში, რომლებშიც ხელისუფლებამ ბიუჯეტის თანხები გადაისროლა.

სრულიად ნათელია, რომ:

1.ხელისუფლებას სიტუაცია ხელიდან გაექცა;
2.ხელისუფლება ამ ეტაპზე არა თუ არჩევნების გადადებას არ აპირებს, არც ამ სიტუაციის შეკავებას ცდილობს პირველ ნოემბრამდე იმ იმედით, რომ დაპანიკებული ხალხის ნაწილი არჩევნებზე არ წავა;
3. ხელისუფლება გეგმავს ნოემბრის დასაწყისში ქვეყნის ჩაკეტვას და ქვეყნის შიგნით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რომელსაც რეალურად არანაირი შედეგის მოტანა არ შეეძლება, გარდა ერთისა – არჩევნების გაყალბების შემთხვევაში არ მისცეს ხალხს ქუჩაში გამოსვლის და გაპროტესტების საშუალება.

რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ:

1. არავითარ შემთხვევაში არ ჩავვარდეთ პანიკაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაგვემართება ეს დაავადება – გვახსოვდეს, რომ ეს ვირუსი არსად არ წავა და დროთა განმავლობაში, უკვე დასუსტებული, შეიძლება ყველას შეგვხვდეს;
2. მივხედოთ საკუთარ თავებს მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შეგვიძლია – დავიცვათ ჰიგიენა, ვატაროთ სხვის დასაცავად პირბადე, და ასევე ვიზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია;
3. მიუხედავად ყველაფრისა, წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ამ ქვეყნის მომავალს, რადგან ამ ხელისუფლების სახით ჩვენ კორონაზე ბევრად დიდი საფრთხე გვემუქრება;
4. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, გავიდეთ ოპოზიციასთან ერთად ყველა ქუჩაში და მივიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე – დავიცვათ ჩვენი ხმები და შევცვალოთ ხელისუფლება.”

თეგები: 2020 არჩევნებიირინა სარიშვილიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved