„არ ვიცი, ბავშვები ამბობენ, რომ არ ჰგავს! გავგიჟდები, თუ იმედი გამიცრუვდა. თიკო ამბობს, რომ ჩანთა სხვაა. არადა ძალიან ჰგავს. ვაიმე, იმედია, არ ვცდები!“ – წერს დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ ირმა მალაციძე წერდა, რომ მისი მეუღლე წერეთელზე, კამერების ჩანაწერებში ნახეს.
გიორგი გახელაძეს რამდენიმე დღეა ეძებენ.
როგორც ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერდა, მეუღლე 19 ივნისს ავტობუსის გაჩერებაზე დატოვა, ის უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, თუმცა მისი კვალი გაქრა.
კომენტარები