„გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, პრეზიდენტის გამოსვლის პასუხად, განაცხადა:
„პრეზიდენტის შეშფოთება იმაზე, რომ ჩვენ დასავლურ კურსს ვუხვევთ და ზოგადად, ქართველი ხალხის არჩევანს გვერდს ვუვლით, სწორი კრიტიკაა.
მე გავბედავ და საქართველოს პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვდი. მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბერკეტები აქვს და ამ ბერკეტებს შეწყალების ინსტრუმენტი ჰქვია.
ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმაა, ვინაიდან დასავლელი პარტნიორები დამოუკიდებელ სასამართლო ინსტიტუტებს ითხოვენ.”
კომენტარები