• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავახსენებ ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან  ბიუჯეტში!” – ხაზარაძე 

ალია ავტორი - ალია
20:02 08-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ მისი მეუღლის უძრავი ქონების ქირავნობის საკითხთან დაკავშირებით პროპაგანდისტული მედიისა და “ქართული ოცნების” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება,

პოლიტიკოსი, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ციხეში ზის, წერს, რომ  ქირავნობა სრულიად კანონიერად, ოფიციალურად რეგისტრირებულია.

რაც შეეხება დაბეგვრის საკითხს, როგორც მამუკა ხაზარაძე განმარტავს, მისმა ოჯახმა გასულ კვირას თავად  მიმართა შემოსავლების სამსახურს გადასახადის ზუსტი ოდენობის დადგენის საკითხზე და გასულ კვირაშივე მოხდა ბიუჯეტში შესატანი თანხის გადარიცხვა.

ამასთან, ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, იხდის თუ არა საქართველოს ბიუჯეტში საველდებულო გადასახადებს:

ბოლო 3 დღეა ბიძინა ივანიშვილის მონა თუთიყუშებმა, ე.წ. დეპუტატებმა, ვოლსკიმ, შარმანაშვილმა, შაქარაშვილმა და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ, აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს ჩემი ოჯახის მიმართ. 

სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება პასუხი გავცე ამ უსინდისო პროპაგანდას. 

საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრ – არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია.

ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა. 

აქვე, მინდა გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან  ბიუჯეტში! 

ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც.  

ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახანს, იანვარში, ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ “ოფშორების” კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ. 

თუმცა, რუსი, კორუმპირებული „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია. 

ამ და ბევრ სხვა დანაშაულზეც, ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გაგცემთ!”- წერს ხაზარაძე. 

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახური იკვლევს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობის ამბავს.

უწყების მტკიცებით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.

პროპაგანდისტული მედიები, რამდენიმე დღეა ავრცელბენ ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი მამუკა ხაზარაძის ცოლისაგან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და გამოთქვამენ ეჭვებს, არსებობს თუ არა გაფორმებული ხეშეკრულება და იხდის თუ არა საშემოსავლო გადასახადს გამქირავებელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved