• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა არ დავუშვათ ქვეყნის დესტაბილიზაცია! არ აგარევინებთ!“ – „უცნობის“ პასუხი „სამართლიან არჩევნებს“

ალია ავტორი - ალია
20:26 08-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
337

„უცნობის“ ორგანიზაცია „აი ია“ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას პასუხობს:

 

„როგორც მოგეხსენებათ, გამოქვეყნდა ნაციონალური მოძრაობის დანამატი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევა, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის მმართველობაში არსებული სოც-მედია პლატფორმების შესახებ.

პირველ რიგში, მოკლედ შევეხებით თავად კვლევის ავტორ ორგანიზაციას(ISFED), რომელიც არაერთხელ არის მხილებული სიცრუეში და ფაქტებით არის დადასტურებული მათ მიერ არჩევნებზე, ხმების პარალელური დათვლის გაყალბება. გარდა ამისა, აღნიშნული ორგანიზაცია ღიად მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ დესტრუქციულ პროცესებში, ასევე იყო ე.წ. “ტექნიკური მთავრობის” იდეის აქტიური მხარდამჭერი.

გამოქვეყნებულ სტატიაში უამრავი უზუსტობაა, მაგრამ ყველაზე დიდი ტყუილია, რომ თითქოს ჩვენ მიერ ორგანიზებული აქტივობები სოციალურ მედიაში ემსახურება ანტიდასავლურ კამპანიას! მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენს არცერთ ადრესატს და ოპონენტს არანაირი საერთო არ აქვს დასავლურ ღირებულებებთან! სწორედ თითოეული მათგანის ბიოგრაფია, მათი საქმიანობის სტილი წარსულში თუ აწმყოში არის დასავლური ღირებულებების ანტიპოდი.

რაც შეეხება, სოც-მედიაში ჩვენს საქმიანობას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი დაფარული და სკანდალური არ არის იმაში, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე ვმუშაობთ ინტენსიურად და ორგანიზებულად.

საჯაროდ გვაქვს დეკლარირებული ჩვენი მოძრაობის მიზნები, რაც გულისხმობს – ქვეყანაში მშვიდობის პოლიტიკის მხარდაჭერას; პარტიული მედიებიდან მომავალი ცილისწამების, ფეიკ ნიუსის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას; შიდა თუ გარე მტრებთან წინააღმდეგობას.

ფაქტია, რომ ჩვენ არ ვარღვევთ არცერთ სტანდარტს, რომელსაც თავად მსხვილი სოციალური მედიის პლატფორმები აწესებენ, ასევე ვმუშაობთ გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა ჩვენი შეზღუდვა.

სწორედ ამან გააღიზიანა ჩვენი ოპონენტები და სიტყვის თავისუფლების სახელით ებრძვიან ყველა განსხვავებულ აზრს.

XXI საუკუნეში მივიღეთ ფსევდო-დასავლურ ღირებულებებს ამოფარებული აზრის პოლიცია, რომელიც ახშობს ყველა სხვა ხმას, რომელიც არ ემსახურება მათ ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს გლობალური პრობლემაა და ამის ნათელი მაგალითია, იმჟამად აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაბლოკვა სოციალურ მედიაში.

ფსევდო-ლიბერალურ ძალებს საქართველოში ვეღარ ექნებათ მონოპოლია მედიაში და ისინი ვეღარ დააწესებენ აკრძალვებს რაზე ვილაპარაკოთ საჯაროდ და რაზე არა! ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ორგანიზებული და ინტენსიური მუშაობა და კვლავაც კანონიერი საშუალებებით გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა არ დავუშვათ ქვეყნის დესტაბილიზაცია! არ აგარევინებთ!“

„უცნობის“ კოორდინირებული ქსელი ანტიდასავლური პროპაგანდის სამსახურში – „სამართლიანი არჩევნები“

თეგები: უცნობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved