• რეკლამა
  • კონტაქტი
13:39, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაუწყლოებისაგან ბავშვი დაიღუპა, პარტნიორებო, გესმით? 2022 წელს, გაუწყლოებისაგან ბავშვი გარდაიცვალა” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
15:09 03-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვრცელ ვიდეომიმართვას ავრცელებს:

 

“უკრაინელო ქალბატონებო, ამ დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველთვის გილოცავდით, თუმცა დღეს არა. დღეს უფლება არ მაქვს ტრადიციული სიტყვები გავიმეორო. მაშინ როდესაც ამდენი დაღუპული გვყავს, ამდენი ტანჯვა და განსაცდელია, მაშინ როდესაც ჩვენი ერის წინააღმდეგ ტერორიზმი მიმდინარეობს და ომია – ვერ მოგილოცავთ

ოკუპანტებმა ქალაქ სუმზე ავიაიერიშები მიიტანეს. ერთერთ ყველაზე მშვიდ ქალაქზე, რომელიც რუსეთისთვის საფრთხეს არასდროს წარმოადგენდა. ოკუპანტები ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებენ. მარიუპოლშიც მძიმე ვითარებაა  – კავშირი ჩაახშეს, წყალი და ელექტროენერგია გათიშეს. გაუწყლოებისაგან ბავშვი დაიღუპა. პარტნიორებო ჩემი გესმით? 2022 წელს, გაუწყლოებისაგან ბავშვი გარდაიცვალა. უკვე 13 დღე ვიბრძვით და სადაც კი შეგვიძლია მტერს ყველგან ვანადგურებთ, მაგრამ არის ცა, საიდანაც ასობით რუსული ფრთოსანი რაკეტები მოფრინავს, სადაც ოკუპანტების ასობით თვითმფრინავი დაფრინავს. ჩვენი ძალებით რუსეთის საჰაერო ავიაციასაც ვანადგურებთ. წამოიდგინეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთს ამდენი თვითმფრინავი არცერთ ომში არ დაუკარგავს, ვიდრე უკრაინაში 13 დღეში დაკარგა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან საკმაოდ ბევრი ჰყავთ ადამიანების დასახოცად. საკმაოდ ბევრი 500 კილოგრამიანი ბომბები აქვთ ჩვენს დასაბომბად. ამ ბომბებს ესვრიან ხარკოვს, ოდესაც, კიევს, ჩერნიგოვს, ხერსონს, სუმს და კიდევ სხვა ქალაქებს.

მილიონობით უკრაინელს 13 დღეა მხოლოდ დაპირებები ესმის – დაპირებები იმის შესახებ რომ აი ახლა დაგვეხმარებიან და თვითმფრინავებს მოგვცემენ.

რუსეთია დამნაშავე იმ თითოეული უკრაინელის მკვლელობისათვის რომელიც ამ ომს ემსხვერპლა, თუმცა პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზეა, რომლებიც სადღაც დასავლეთში, თავის კაბინეტებში – აუცილებელ გადაწყვეტილებებს აგვიანებენ.  იმ ადამიანებზე ვინც ამ დრომდე არ უზრუნველყო უკრაინის ცის უსაფრთხოება.

ასი ათასობით ადამიანი საზღვრისპირა რეგიონებში სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზეა. სრული ამ სიტყვით მნიშვნელობით, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე და არა ისე როგორც იმ ადამინების კომენტარებში ისმის რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვითმფრინავების გადმოცემას გვპირდებიან.

ძალიან ბევრი შეთანხმება ვნახე რომ დაგვეხმარებოდნენ, მათ შორის მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე, მაგრამ არაფერი! მაგრამ ლოდინის დრო აღარ გვაქვს, მარიუპოლს დრო არ აქვს. ოკუპანტებს უნდათ რომ ჩვენი ადამიანები დაიხოცონ, რაც უკვე არაერთხელ გააკეთეს. თითოეულ ჩვენგანი მათ მკაცრ პასუხს აგებინებს და გაასამართლებს.

დღეს სუმიდან მოქალაქეების ასევე უცხოელი სტუდენტების ევაკუაცია დაიწყო, მარგამ იცით რა ხდება ? წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია – ევაკუაციის ორგანიზატორებს სიმბოლოს გამოყენებას უკრძალავს. გესმით რა ხდება?! ამას წითელი ჯვარი აკეთებს! ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ეტყობა რომ ბევრმა ადამიანმა უკრაინელი ხალხისთვის ხაზის გადასმა გადაწყვიტა, თუმცა ამას არ დავუშვებ ! ბევრი ქვეყნის ლიდერს ვესაუბრები და მათი მხარდაჭერის მადლობელი ვარ, თუმცა არსებობს საკითხები, რომელსაც ჩვენ ვერ ვწყვეტთ.

როდესაც დასავლეთის დედაქალაქებში შიშს დაძლევენ და გადაწყვტილებას მიიღებენ – უკრაინის ცა უსაფრთხო მხოლოდ მაშინ გახდება. ამის გაკეთება მხოლოდ ერთიანობით ხდება. თუ მსოფლიო განზე გადგება – ის საკუთარ თავს დაკარგავს. სამუდამოდ. ამასთან ყველასთვის არსებობს ერთი ხელშეუხებელი ღირებულება, რომელსაც სიცოცხლე და არსებობს უფლება ჰქვია. ეს არის ის რისთვისაც ჩვენ უკრაინელები სამშობლოში ვიბრძვით. დიდება უკრაინას!”

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved