• რეკლამა
  • კონტაქტი
12:00, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა

ალია ავტორი - ალია
23:46 06-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.

“ეს ადამიანები იყვნენ ნამდვილი მაძიებლები იყვნენ, რომლებიც იზიარებდნენ გამორჩეულ სულისკვეთებას თავგადასავლებისადმი და ძლიერ ვნებას, ეკვლიათ და დაეცვათ მსოფლიოს ოკეანეები”. – წერია კომპანიის განცხადებაში.

წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ. 18 ივნისს კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ის სანაპირო დაცვა “ტიტანის” მგზავრების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ადმირალმა ჯონ მაუგერმა ბრიფინგის დროს განაცხადა.

“აშშ-ის სანაპირო დაცვისა და მთლიანი გაერთიანებული ხელმძღვანელობის სახელით უღრმეს მწუხარებას ვუცხადებ ოჯახებს. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია როგორი იყო ეს მათთვის.

გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა მჭიდრო კონტაქტი საფრანგეთისა და ბრიტანეთის გენერალურ კონსულებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრული ინფორმაცია აქვთ და მათი შეშფოთებები განხილულია”, – განაცხადა მაუგერმა.

ბრიფინგისას აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საძიებო არეალში “ტიტანის” ხუთი ნაწილი იქნა აღოჩენილი და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდა აფეთქება. მათი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ, რატომ და როდის მოხდა ეს ინციდენტი.

აშშ-ის სანაპირო დაცვის თქმით, “ტიტანის” ხუთი მგზავრის ცხედარი შეიძლება ვერ იქნას ნაპოვნი, ვინაიდან, “ეს წარმოუდგენლად შეუბრალებელი გარემოა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved