• რეკლამა
  • კონტაქტი
21:12, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გაუჩინარებულ“ 17 ავტომობილთან დაკავშირებით, სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ალია ავტორი - ალია
22:04 06-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
294

„გაუჩინარებულ“ 17 ავტომობილთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, უწყება განცხადებას ავრცელებს:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედია საშუალების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფოს ბალანსზე რიცხულ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებული 17 სატრანსპორტო საშუალების შესახებ.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის რეკომენდაციის საფუძველზე მოსაკვლევ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 15-ვე სატრანსპორტო საშუალების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

კერძოდ, 15 სატრანსპორტო საშუალებიდან სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, 6 ერთეული გადაცემულია სახელმწიფო უწყებებზე. ასევე, 6 მათგანი, სხვადასხვა წლებში, გასხვისდა ელექტრონულ აუქციონზე. დარჩენილი 3 განთავსებულია სხვადასხვა ავტოსადგომზე, მათ შორის ერთი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე.

ხაზგასასმელია ის გარემოება რომ აღნიშნული 15 სატრანსპორტო საშუალებიდან 13 არის სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, ხოლო სახელმწიფო უწყებებზე (მუნიციპალიტეტები, სამაშველო სამსახურები) გადაცემულია შემდეგი მარკის სატრანსპორტო საშუალებები (MTZ Belarus 82.1, FIAT 850 DT-1, UAZ 39629 (2 ერთეული), SUZUKI JIMNY 1.3; CLAAS CERES 336).

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე რეგისტრირებული ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას, ისინი სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკითხის გასარკვევად 2023 წელს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების სამინისტროს სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 7 მაისის No1-1/716 ბრძანების და კერძო პირის 2007 წლის განცხადების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ გადმოსცემია.

აქედან გამომდინარე, ცალკეული მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელებული ცნობები არის დაუზუსტებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”

თეგები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved