• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გატაცება სოფელ კაბალიდან – ახალი დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:26 07-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,346

გატაცება სოფელ კაბალიდან – თელავის პოლიციის თანამშრომლები 23 წლის გუნელ გასანოვას მთელი კახეთის მასშტაბით ეძებენ. “პირველების” ინფორმაციით, ახალგაზრდა 28 ივლისს, საღამოს 7 საათზე იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ახალგაზრდა გოგო ბებიასთან ერთად საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.

როგორც მეზობლები “პირველების” კორესპონდენტს უყვებიან, სწორედ ქუჩაში სეირნობის დროს გოგოს ახლობლად “მერსედესის” მარკის ვერცხლისფერი ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც სამი პირი გადმოვიდა.

ირკვევა, რომ თავდაპირველად, სავარაუდო დამნაშავეები ბებიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას შემდეგ, რაც ხანშიშესული ქალი ცემის შედეგად მიწაზე დაეცა, ახალგაზრდა კაცმა გუნელ გასანოვა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და გაიტაცა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა ქორწინების მოტივით გაიტაცეს. როგორც მეზობლები “პირველებთან” ამბობენ, გატაცებული გოგო და გამტაცებლები თანასოფლელები არიან, თუმცა მათ ერთმანეთთან არანაირი სახის კავშირი არ ჰქონიათ.

სოფლელია ვინც მოიტაცა. ბებია სახლში იყო. სამნი იყვნენ. ერთი მძღოლი იყო. ერთმანეთს არ იცნობდნენ, თანასოფლელები იყვნენ. გავიგეთ, რომ ავტომობილი თელავის სოფელ ყარაჯალაშია შესული. ავტომობილი იპოვეს და წაიყვანეს. მეზობლებს აქვთ კამერა, მაგრამ არ გვაჩვენეს”, – ამბობს მეზობელი.

საქმეში გუნელ გასანოვას ოჯახის ადვოკატიც ჩაერთო, რომელიც გატაცებული გოგონას ადგილსამყოფლის დადგენას და ახალგაზრდის სახლში დროულად დაბრუნებას ითხოვს.

მტკიცებულებებიც არ მინახია, არ გავრკვეულვარ. არ შევხვედრილვარ გამომძიებელს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მოტაცებული გოგოს ძებნა მიმდინარეობს, ამაზე კომპეტენტური მხარე არის პოლიცია, რომელმაც მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს, უსწრაფეს და უმოკლეს დროში უნდა დაადგინოს გოგოს ადგილსამყოფელი, უნდა შეეცადოს, რომ უვნებელი დაუბრუნოს ოჯახს და მერე მიიღოს ზომები, როგორც დაკავების, ასევე პროცესის სამართლებრივი განვითარების”, – ამბობს ადვოკატი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მოუხდენია არც ერთი პირის იდენტიფიცირება, რომელმაც 23 წლის გუნელ გასანოვა გაიტაცა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved