• რეკლამა
  • კონტაქტი
09:15, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გარკვეულ ხმებს გამოსცემს, უკვე მარცვლების გამოთქმასაც მივაღწიეთ. მეორე მიზანი – სრულფასოვნად ფეხზე დადგომა და გავლაა“ – კონსტანტინე გამსახურდია ძმის მდგომარეობაზე

ალია ავტორი - ალია
15:28 01-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ცოტნე ახერხებს კიდურებით ამოძრაოს სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია აკეთებს და მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

“ძალიან მძიმე და რთული გზა გამოვიარეთ. არც ახლა არის მარტივი სიტუაცია ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ცოტნეს ეს ამბავი დაემართა. ჩვენ ვცდილობთ ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ და ცოტნეს რეაბილიტაციის, გამოჯანმრთელების პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. არის რიგი პოზიტიური შედეგები, რაც გვაახლოებს ჩვენს ორ უმთავრეს მიზანთან, დაიწყოს საუბარი, ანუ დიფერენცირებული მეტყველება. გარკვეულ ხმებს გამოსცემს, უკვე მარცვლების გამოთქმასაც მივაღწიეთ. მეტყველების მერე მეორე მიზანი – სრულფასოვნად ფეხზე დადგომა და გავლაა. ძალიან მარტივად ვიტყვი, ცოტნე ახერხებს კიდურებით ამოძრაოს სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას. ეპილეპტიურმა სტატუსმა შეგვაფერხა ძალიან, რომელიც მოულოდნელად დაიწყო. როგორც გაირკვა, მას ეს ჰქონდა თურქეთში გადაყვანისთანავე. ჯამში, 24 დღეში ექიმებმა თურქეთში ისე ჩაახშვეს, რომ პრაქტიკულად ერთი წელი არ განმეორებულა. შემდეგ უკვე გერმანიაში, ვფიქრობ შმიდერის კლინიკაში სათანადოდ არ გაითვალისწინეს ეს საკითხი. გარკვეული წამლები ენიშნება ასეთ დროს, რომელიც პროცესს აკავებს, სტატუსი რომ არ დადგეს. ვფიქრობ, იქ მედიკამენტების ნაკლები დოზა მისცეს.

როცა დაიწყო მეტყველება, წინადადებები თქვა, მაგრამ ყოველთვის ვერ ამბობდა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მთელი წინადადება თქვა. შემდეგ უკვე ამას მოჰყვა სიტუაციის დამძიმება, მედიკამენტებმა ეს სტატუსი შეაჩერა, მაგრამ შეაჩერა რეაბილიტაციის პროცესიც. მისი აღქმითი შესაძლებლობები ცოტა უკან წავიდა. ასეთ დროს საკმაოდ ძლიერ პრეპარატებს აძლევენ, ინიშნება კეტოგენური დიეტაც და ახლა თავიდან გვიწევს იმის გავლაც, რაც გავლილი იყო. ეპილეფსიურმა სტატუსმა თავისი კვალი დაამჩნია”, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ “გზასთან”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved