გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს.
„დღეს, 18 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 36 გრადუსს მიაღწიოს. გვიან საღამოდან მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19 სექტემბერს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 8-10 გრადუსით დაიკლებს. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები