• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, რუკის გამო არსად არ დავდგები – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
16:13 10-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავდგებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის განცხადებით, სასიხარულოა, რომ იპოვეს რუკა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესია ვინმეს მხარეს დაიჭერს.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში რაიმე ხდება, პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები ყველაფერს არჩევნებს უკავშირებენ

„უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ, არ უნდა ვეძახოთ მოღალატე, მალე გამოჩნდება შეგნებულად, თუ რის გამო კეთდებოდა. კომისია რასაც აკეთებდა, ეს არის უგულობა, როდესაც არ შეგიძლია წადი, გვერდზე გადი და ნუ იქნება იმ საქმეში, რაც შენი საქმე არ არის. არ დააბრალო, რომ ხელმძღვანელობა მყავდა. მე თუ რამეს ვერ გავაკეთებ, ჩემი ბრალი იქნება. რამე თანამდებობაზე თუ ვიქნები და ვერ გავაკეთებ, ჩემი ბრალი იქნება.

ოღონდ ეკლესიას აგინონ, იმასაც იძახიან, თითქოს ეკლესია და სახელმწიფო რაღაცაზე შევთანხმდით და იმის გამო, რომ რუკა იპოვეს, მხარი უნდა დავუჭიროთ. ეს არის მხოლოდ რუკა, მადლობა რომ დღეს გამოჩნდა.

გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, რუკის გამო არსად არ დავდგები. ძაბავენ სიტუაციას, მოვა დრო, დაჯდება ორივე მხარე და ორივე მხარესთვის დადებითად გადაწყდება – ქართველებიც გაიხარებენ და აზერბაიჯანელებიც. ტყუილად ძაბავენ სიტუაციას, თორემ აზერბაიჯანული მხარე განაცხადებდა, არ გაუჭირდებოდა ამის თქმა.

თითოეულ კაცს რომ დასდევენ იმიტომ, რომ პოლიტიკური სარჩული მოუძებნონ, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ და თავი გაგვანებონ, მართლა ნუ გვაიძულებენ მხარე დავუჭიროთ. გადახედონ, ვისაც მხარს ვუჭერდით მათ „სასიკეთოდ“ არ მთავრდებოდა არასდროს, ამიტომ თავი გაგვანებონ.

ნახეს ის რუკა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, მარტივი გასაგებია. მარტივად გეტყვით – რომელი რუკითაც იხელმძღვანელეს, აღმოჩნდა, რომ ქედი იყო გაყოფილი, რაღაც მეტრები იქეთ რჩებოდა და მოხდა რა? როდესაც პროფესიონალი ხარ, რაღაც თანამდებობაზე ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, რას რა მოჰყვება. როდესაც იმ რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადავოს არ ხდის და იქეთ არის, საზღვარი აქეთ გამოდის, ჩემი ბრალია?!“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved