• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გარეჯი ჩვენი მემკვიდრეობაა, მაგრამ მოცემულობა რაც გვაქვს არის ის და ვერაფერი შეიცვლება… ეს მოხდება რაღაცის ფასად – და არა, ეს ჩემია და მომეცით…” – მეუფე ვახტანგი

ალია ავტორი - ალია
03:04 02-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი, ტვ პირველის ეთერში იმ თემებზე საუბრობს, რა თემებიც სინოდის სხდომამ განიხილა. ინგა გრიგოლია მას ეკითხება, დავით გარეჯისა და ვაქცინაციის თემებს შორის, რომელი საკითხი უფრო პრიორიტეტული იყო სინოდისთვის?

მეუფე ვახტანგი:

-ორივე პრიორიტეტულია და ყველა ის საკითხი პრიორიტეტულია, რომელიც ქვეყნისთვის აქტუალურია. გარეჯი მტკივნეული თემაა. ეს არის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, მაგრამ მოცემულობა რაც გვაქვს არის ის და ვერაფერი შეიცვლება… ბრალდება წაუყენეს კარტოგრაფებს, მაგრამ ბრალდების წაყენება არ ნიშნავს ბრალის დამტკიცებას… არავის აქვს ამის უფლება, რომ სამშობლოს მოღალატე დაუძახო, მეტი ცუდი რა უნდა უთხრა ადამიანს? რაც შეეხება ივერი მელაშვილზე თავდასხმას, ეს შეურაცხმყოფელია, ამის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს. ამაზე უნდა იფიქროს სამართალდამცველებმა. ამით ჩვენ უფრო ცუდ საქმეს გავუკეთებთ ქვეყანას. მეც ვნახე ეს კადრი, ძალიან არ მომეწონა, არავის აქვს უფლება ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს ხანდაზმულ მეცნიერს.

სინოდზე იყო საუბარი იმ ისტორიულ წარსულზე, რომელიც 36 წელს, 38 წელს, რაც დავუშვათ, იმ დროინდელმა კარტოგრაფებმა და იმდროინდელმა კომისიებმა შექმნეს ეს რუკები, მაგრამ ეს საკითხი რჩება დღესაც გადაუჭრელ საკითხად. მოცემულობა არის, რაც არის ის, მაგრამ ჩემი აზრით, მომავალში, ბოლოს და ბოლოს უნდა გადაიჭრას, ეს მოხდება რაღაცის ფასად – და არა, ეს ჩემია და მომეცით… ისტორიულად რომ ჩვენია, ეს ფაქტია და ამას ვერავინ წაშლის, მაგრამ იმ ავბედობის ჟამს, საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ, თქვენ იცით, სერჯო ორჯონიკიძემ და სხვებმა თავისი მამის მამულებივით გააჩუქეს და დაასაჩუქრეს ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რუსეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი.

სიმართლე გითხრათ, კონტრადზვერვის მონაცემი არა მაქვს, ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ამის დადგენა შეიძლება. მეორე – როცა აწარმოებს ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწფო ომს, ამ დროს ამ განცხადების გაკეთება, ტერიტორია, სადაც გადის საზღვარი ორ მეზობელს შორის, ამის მოთხოვნის დრო და ჟამი არ იყო. ყველა ნათელი გონების ადამიანი იტყვის, რომ რა დროს ამის მოთხოვნაა. გამოიწვევდა ჩვენ დაპირისპირებას და ჩვენ დავზარალდებოდით, ამით საქმე არ გაკეთდებოდა.

მისი უწმინდესობა უღრმავდება საკითხებს და აჩქარებულად არ მიიღებს გადაწყვეტყილებს. მტკივნეულია მისთვის ეს თემა და ცდილობს და ამ აზრისაა, რომ მოლაპარაკება შედგეს ჩვენ მეგობარს ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან. შეიძლება დრო არ არის, მაგრამ რადგანაც წამოიწია, ვიღაცეებს, ეტყობა, აწუხებს ეგ საკითხი და არც უნდა დავაგვიანოთ. თუ ჩვენ ჩავერთვებოდით, გაუგებრობა მოხდებოდა და მართლა სამუდამოდ დავკარგავდით. ჩვენ გადავრჩით, კიდევ კარგი, მაგრამ პროვოცირება საიდან მოდიოდა, შეიძლება ეჭი გქონდეს.

-თქვენც გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება ეს იყო რუსული სცენარი? – ეკითხება ინგა გრიგოლია.

-შეიძლება, პასუხობს მეუფე ვახტანგი.

თეგები: მეუფე ვახტანგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved