• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაცვლილთა რაოდენობა ქმნის ეჭვს, რომ პაციენტებს არაეფექტურად მკურნალობენ – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის არგუმენტაცია და შეფასება

ალია ავტორი - ალია
18:06 08-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

“გარდაცვლილ პირთა გაზრდილი რაოდენობა ობიექტურ დამკვირვებელში ქმნის იმის გონივრულ ეჭვს, რომ ჯანდაცვის სისტემა, შესაძლოა, კოვიდით დაინფიცირებულ პაციენტებს არაეფექტური მეთოდოლოგიით და არასათანადო მედიკამენტებით მკურნალობს.“,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ყოფილი მოსამართლე და ყველასთავის კარგად ცნობილი და გამოცდილი იურისტი სახელმწიფოს როლზე და პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომელიც პაციენტების მკურნალობის ხარისხის კონტროლსაც მოიცავს.

“კოვიდ 19 – გარდაცვლილ პირთა დიდი რაოდენობის შესახებ:

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს ჯანდაცვის ყველა დაწესებულება და სამედიცინო მომსახურების ხარისხი (მუხ. 28.2). შესაბამისად, სახელმწიფო პასუხისმგებელია ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე.

გარდაცვლილ პირთა გაზრდილი რაოდენობა ობიექტურ დამკვირვებელში ქმნის იმის გონივრულ ეჭვს, რომ ჯანდაცვის სისტემა, შესაძლოა, კოვიდით დაინფიცირებულ პაციენტებს არაეფექტური მეთოდოლოგიით და არასათანადო მედიკამენტებით მკურნალობს.

კერძოდ, როგორც ცნობილია, კოვიდ 19-ით გამოწვეული ჯანმრთელობის გართულებები ძალიან სწრაფად ვითარდება. მაგალითად ავიღოთ ფილტვების ანთება, რომლის დროსაც ფილტვების მაღალი პროცენტით დაფარვის შემთხვევაში ფატალური შედეგი დგება. როგორც სხვადასხვა პაციენტების მკურნალობის პროცესზე ინდივიდუალურმა დაკვირვებამ აჩვენა, მნიშვნელოვანია, რომ ანთების კერის გაჩენისთანავე კლინიკამ გამოიყენოს მაღალხარისხიანი, სწრაფი მოქმედების მედიკამენტი (მაგალითად, სხვადასხვა დასახელების მეოთხე თაობის ანტიბიოტიკი), რომ სწრაფად მოხდეს ანთების გავრცელების ბლოკირება.

პრაქტიკაში რა ხდება ამ მხრივ? ფაქტობრივ გარემოებათა და ინფორმაციათა ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვა ფილტვების ანთების, ასევე ჯანმრთელობის სხვა გართულებების მკურნალობას უმრავლესად იწყებს მსუბუქი მედიკამენტებით, რაც, ბუნებრივია, არ არის ეფექტური კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებებისას და ამასობაში, ფილტვების ანთება/რომელიმე ჯანმრთელობის გართულება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ პაციენტის მართვა უკვე ძნელდება ან შეუძლებელი ხდება.

როგორც ვხედავთ, მკურნალობის ასეთი მეთოდი შესაცლელია. ასევე, ზემოთ აღნიშნული ობიექტურ დამკვირვებელში აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ კლინიკებში (როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში) შესაბამისი მაღალხარისხიანი, სწრაფი/ეფექტური მოქმედების მედიკამენტები უმრავლესად არ არის ან იმდენად მცირე ოდენობითაა რომ კლინიკები მათ ფართო გამოყენებას ვერ ახდენენ.

სახელმწიფომ სათანადო გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს დასახელებული პრობლემის მოსაწესრიგებლად და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად. შესაბამისმა საჯარო უწყებებმა საკმარისი კონტროლი უნდა განახორციელონ იმ მხრივ, რომ კოვიდ 19-ით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობა თავიდანვე წარიმართოს სათანადო მაღალი ხარისხის/ეფექტური მედიკამენტებით“,- წერს მაია კოპალეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved