• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და მიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:54 08-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

გუშინ, თბილისში გარდაცვლილი 36 წლის ფიტნეს- ინსტრუქტორის, ირაკლი მესტიაშვილის და, მარიამ მესტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი, ყველაზე მზრუნველი და საყვარელი ძამიკო (მამის ფიგურა ჩემს ცხოვრებაში) – ირაკლი მესტიაშვილი.

ყველას მადლობას გიხდით გვერდში დგომისა და ყურადღებისთვის და ძალიან ვაფასებ თქვენს თითოეულ თბილ სიტყვას. მაგრამ ამ პოსტის დაწერის მთავარი მიზეზი ქართველი ბრბო გახლავთ. სოციალური მედიის მეშვეობით უამრავი ადამიანი ცდილობს ჩემი ძმის გარდაცვალება გამოიყენოს თავისთვის და გაავრცელოს საკუთარი სამარცხვინო აზრები. ანტივაქსერი საზოგადოება (თუ შეიძლება საერთოდ მათზე ასე საუბარი) გაუჩერებლად აწკაპუნებს კლავიატურაზე რათა ჩვენი ცხოვრების ეს უმძიმესი ტრაგედია დაუკავშიროს ვაქცინას და განაგრძოს ეს სამარცხვინო პროპაგანდა.

აქვე არის ბრბოს კიდევ ერთი ნაწილი ვინც ირაკლიზე წერს რომ იყი ნაბახუსევი ან თუნდაც არაფხიზელ მდგომარეობაში. ირაკლი ჩემზე და ნებისმიერი ოჯახის წევრზე ბევრად ჯანსაღი ცხოვრები წესით ცხოვრობდა და ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!

ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ამ კომენტარების არსებობა დედაჩვენის ყურებამდე მივიდა. ქალი რომელსაც სახლში ულამაზესი შვილის ცივი სხეული უწვენია და ხელსაც კი ვერ უშვებს ახლა იმაზეც დარდობს რომ მის საამაყო შვილს ამ უმძიმეს დღეებში ვიღაც უცხო ადამიანები სახელს უტეხავენ!მოგმართავთ თხოვნით რომ პატივი სცეთ ირაკლის ოჯახსა და მეგობრებს და თუ კეთილი სიტყვის თქმა არ შეგიძლიათ, უბრალოდ არაფერი დაწეროთ. აიცერით, მეგობრებო და რაც მთავარია თავებს გაუფრთხილდით. რამე თუ შეგაწუხებთ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და უბრალოდ ერთ კორსიზს ან პარაცეტამოლს არ დაეყრდნოთ, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები და გამოიყენეთ ამ ცხოვრების თითოეული წუთი.ჩემი ირაკლი, ჩემი JEDI იყო გამორჩეული ადამიანი და ეს ყველამ იცოდა. სულ ვამბობდით რომ სამ შვილში ყველაზე საყვარელი ეგ იყო და ყოველ წამს მამობას გვიწევდა. დაახლოებით 13 წლის იყო მშენებლობაზე რომ დაიწყო მუშაობა და ზუტად განვითარებას მიჰყო ხელი და არასდროს გაჩერებულა. ჩემ პატარა სანდროს ისეთი მამობა გაუწია როგორ ჩავანაცვლებთ მის ცხოვრებაში თავის ძმაკაც მამიკოს და მათ სიყვარულს ჯერ არ ვიცით.ერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცით არის ის რომ ბრწყინვალე ბიჭუნა ირაკლი სულ ჩვენს გვერდით იქნება და არასდროს მიგვატოვებს, როგორც ყოველთვის…პატივი ეცით ჩვენს ვარსკვლავ ბიჭს და ძალიან გთხოვთ, უფრო ნუ უმწარებთ ოჯახს ამ დღეებს. მადლობა” – წერს მარიამ მესტიაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved