• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს

ალია ავტორი - ალია
20:51 01-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
543

გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა, ექსპერტიზის შედეგები ოჯახისთვის ოფიციალურად 17 იანვარს გახდა ცნობილი.

დასკვნაში, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, პროფესორი, სამართლის დოქტორი, ექსპერტი გია დეკანოზიშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია ვერც ერთი ნარკოდამოკიდებული და ჯანმრთელი ორგანიზმი, პრეპარატების იმ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა, რა დოზითაც ვახტანგ ჩარკვიანს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეპარატები, რომელიც ფეხბურთელს დიდი დოზით გაუკეთდა, სასუნთქ გზებზე გართულებებს, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს გამოიწვევდა.

„სამწუხაროდ, ვერ შევდივარ სამედიცინო სფეროში და არ მაქვს უფლება, ვიმსჯელო ექიმ ნარკოლოგის პოზიციიდან, თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ზემოთ განხილული პრეპარატების გამოყენების დოზებს და ამ პრეპარატების ერთმანეთთან კომბინირებულ ურთიერთქმედებებს, რომელიც გამოყენებული იქნა როგორც დანიშნულება შპს „აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (რესპუბლიკური საავადმყოფო) პაციენტის ვახტანგ ჩარკვიანის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ ჩანაწერებში და მიმდინარე დანიშნულებებში, მაგრამ როგორც კრიმინალისტი, შემიძლია ვთქვა, რომ მკურნალობის მიზნით, დიდი რაოდენობით ფენტანილის და მიდაზოლამის გამოყენება თან პროპოფოლთან ჰაროპერიდოლთან მიმაჩნია ზედოზირებად, რასაც შეეძლო გამოეწვია გართულებები სასუნთქ გზებზე.

მაგალითად, 31.08.21 გამოყენებულია 40 მლ ფენტანილი – 20 ამპულა, 20 მლ – 10 ამპულა, 12 მლ – 6 ამპულა და მიდაზოლამი 9მლ – 6 ამპულა, 15 მლ – 5 ამპულა, დღის განმავლობაში ამას თუ დაემატება სხვა სედასტიური პრეპარატები, უკვე სიცოცხლისთვის სახიფათო დოზად მიმაჩნია.

01.09.21. გამოყენებულია 40 მლ ფენტანილი – 20 ამპულა და მიდოზალმი – 9მლ-3 მპულა, დღის განმავლობაში 4-ჯერ, ამას თუ დაემატება სხვა, სედასტიური პრეპარატები, სიცოცხლისთვის სახიფათო დოზად მიმაჩნია.

ასევე, 03.09.21. გამოყენებულია 40 მლ ფენტანილი – 20 ამპულა და მიდაზოლამი – 15 მლ – 5 ამპულა. ამას თუ დაემატება სხვა, სედასტიური პრეპარატები, სიცოცხლისთვის სახიფათო დოზად მიმაჩნია.

იგივე დოზებია გამოყენებული 04.09.21. ფენტანილი – 40 მლ – 20 ამპულა, ხოლო მიდაზოლამი – 21 მლ – 5 ამპულა.

05.09.21. ფენტანილი გამოყენებულია 30 მლ – 15 ამპულა, ხოლო მიდაზოლამი – 21 მლ – უკვე 7 – ამპულა, დღის გნამვლობაში 2-ჯერ, 2:00 საათზე და 9:00 საათზე.

05.09.21 ფენტანილი გამოყენებულია 20 მლ – 10 ამპულა, ხოლო მიდზოლამი – 30 მლ – უკვე 10 ამპულა, დღის გნამვლობაში 2-ჯერ, 2:00 საათზე და 9:00 საათზე. ასე, მიყოლლებით, 07.09.21 წლიდან 10.09.21 წლამდე. მითუმეტეს იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატების გამოყენება დაწყებულია 19.08.21-წლიდან.

ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, ვერც ერთი ნარკოდამოკიდებული და ნორმალური, ჯანმრთელი ორგანიზმი, აღნიშნული პრეპარატების ამ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა, გამოიწვევდა სასუნთქ გზებზე გართულებებს, სუნთქის ცენტრის დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს“, – ნათქვამია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაში.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ადვოკატებთან ერთად 24 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved