• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს ბოლოს კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი

ალია ავტორი - ალია
12:21 06-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი მათ კლინიკაში მაისის დასაწყისიდან მკურნალობდა.

გოფოძის თქმით, პაციენტს კორონავისრუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოფოძის ინფორმაციით, ორჯერადი „პისიარ“ კვლევით პაციენტს კოვიდინფექცია აღარ უდასტურდებოდა.

მაგრამ, გოფოძე ამბობს, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან თანმხლები დაავადებების გააქტიურების მიზეზი კორონავირუსი გახდა და პაციენტი სწორად აღირიცხა, როგორც კორონავისურით გარდაცვლილი.

„მოგახსენებთ, გარდაცვლილი პაციენტის შესახებ, ეს პაციენტი ჩვენთან მოყვანილი იქნა მაისის დასაწყისში, გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან. პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველ დღე, როდესაც კომენტარებს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამ პაციენტს გარდა იმისა, რომ კოვიდინფექცია ჰონდა დადასტურებული, ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, ჰქონდა ბევრი გართულება კოვიდინფექციასთან ასოცირებული.

მძიმე დისტრესსინდრომით და სეპტიკური შოკით შემოვიდა კლინიკაში. ჩვენთან შემდეგ დაუდგინდა ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი, ამასთან იყო გულის მწავევე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, ინსულტი განვითარებული.

ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია, დისტრესის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომაროება და გუშინ საღამოს გაჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა.

ბოლოს რეტესტირების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია „პისიარ“ ტესტით, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ეს სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც განაპირობა კოვიდინფექციამ, რომელიც იყო წამყვანი, ჩამრთველი მექანიზმი, ყველა მისი თანხმლები დაავადების დამძიმებისა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პაციენტი მაინც კოვიდით გარდაცვალებული პაციენტების რიგს განეკუთვნება. ამიტომ სწორედ აღირიცხა როგორც კოვიდგარდაცვალებული“,- განაცხადა ლევან გოფოძემ და დასძინა, რომ ასეთი შემთხვევა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველია, თუმცა საქართველოში მსგავსი ფაქტი ადრეც დაფიქსირდა.

საქართველოში გუშინ კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-13 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved