მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
თეა დარჩია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მოქანდაკე ოთარ დარჩიას გარდაცვალებას ეხმაურება და მას ემოციურ პოსტს უძღვნის.
“გარდაიცვალა საოცარი ადამიანი, საოცარი მამა, მეუღლე, მხატვარი, მოქანდაკე, მეგობარი, პედაგოგი, ხატმწერი, ტაძრების შემმოსველი, მლოცველი, გულწრფელი, სულით ხორცამდე ლამაზი პიროვნება, ჩემი მეორე მამა ოთარ დარჩია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული”, – წერს თეა დარჩია სოციალურ ქსელში.
კომენტარები