გარდაიცვალა ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც გორის ,,ვისკის” საქმეზე იყო დაკავებული და გირაო ჰქონდა შეფარდებული. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გორის მერიის სპორტის სააგენტოში დაგვიდასტურეს. – ინფორმაციას ,,ქართლის ამბები” ავრცელებს.
ბორის გოგიჩაიშვილი საპატიმროდან სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. მას სიმსივნე ჰქონდა.
იგი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციას. იყო გორის მუნიციპალტეტის საკრებულოს დეპუტატი.














კომენტარები