• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაბანში, მამასთან ერთად ავტომობილი მის შვილსაც დააჯახეს – ექიმები 22 წლის ახალგაზრდას გადარჩენას ცდილობენ

ალია ავტორი - ალია
15:12 01-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

რუსთავში, ექიმები 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას ცდილობენ. მას, გავრცელებული ინფორმაციით, თვალწინ ჯერ მამა მოუკლეს, შემდეგ კი ავტომობილი მასაც დააჯახეს. ის ამჟამად რეანიმაციაში ექიმების და საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

დაზარალებული ახალგაზრდა თავადაც სამი ადამიანის დაჭრაშია ბრალდებული.

ყველაფერი კი გარდაბანში ქორწილში  დაიწყო, სადაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  თანასოფლელებმა ჯერ სუფრაზე იკამეთეს, შემდეგ დაპირისპირება ერთ-ერთ კაფეში გაგრძელდა, რაც საბოლოოდ ქუჩაში მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.

საბოლოო ჯამში, დაჭრილია სამი, დაკავებულია ორი და მოკლულია 50 წლის კაცი, რომელსაც ქუჩაში თავდამსხმელებმა ავტომობილით გადაუარეს.

ცნობილია დაპირისპირებაში მონაწილე ფიგურანტების ვინაობაც.

რა გარემოება არის ცნობილი ამ დროისთვის?

ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის პირველი უთანხმოება 5 იანვარს, საღამოს საათებში,  ერთ-ერთი ქორწილის დროს დაიწყო და მოგვიანებით კაფეში გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს, შენიშვნა მისცა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივების მონაწოლის თანახმად, მოგვიანებით, აიდინ მამედოვის ოჯახის წევრები ფაილ ალიევის სახლთან მივიდნენ და კაცს მანქანით გადაუარეს.  50 წლის კაცის სახლთან მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა სამი ადამიანი დანით დაჭრა, რის შემდეგაც ავტომობილი 22 წლის მამაკაცსაც დააჯახეს.

რას ამბობს შსს?

გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს და 3 პირი კი ამხილეს.

შსს-ს თანახმად, 6 პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2 პირს, ერთ-ერთმა კი 2 ადამიანს ავტომანქანა განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს(ტვპირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved