აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან დასრულდა. ერთ-ერთი მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი წერს:
„ახლა გამოვედით ჯანდაცვის სამინისტროდან მშობლები.
წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან და ეს ძალიან კარგია.
სამოქმედო გეგმა გაგვაცნეს და თანმიმდევრული და სწორი გეგმაა, ჩვენი მონაწილეობაც გათვალისწინებული აქვთ და სრული სიფხიზლით ვიქნებით ჩართულები, რომ არ გადავუხვიოთ გეგმიდან.
გარანტიისთვის დოკუმენტს, ამ ეტაპზე, ვერ გვაძლევენ და ამიტომ მუშაობის პარალელურად, პროტესტი იმავე ფორმით გრძელდება.
შემდეგი შეხვედრა 5 მაისს ჩავინიშნეთ.“
კომენტარები