ტრენდული

2 ქვეყანა, რომლის იზოლაციიდან გამოყვანასაც აშშ ცდილობს – “სამი თვის წინ ეს სიურეალისტური სიზმარიც ვერ იქნებოდა” – ბექა კობახიძე
ახალი ამბები

“1783 წლის საქართველო სპარსეთის გარეუბანია, რუსეთი – დასავლეთი – რანაირად გაჩნდებოდა ილია ჭავჭავაძე სპარსეთის პროვინციაში?” – ბექა კობახიძე

ავტორი - ალია
19:40 05-20-2022
0

ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე: თეზა რომ ერეკლე მეორე არის "მოღალატე" იმიტომ რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს...

6 საშინელი და უსამართლო ბრალდება უკრაინას და აზოვს – “ვიღაც თავს აიფეთქებს, ვიღაც რუსებს დაეტაკება შუბლით, მაგრამ…”

6 საშინელი და უსამართლო ბრალდება უკრაინას და აზოვს – “ვიღაც თავს აიფეთქებს, ვიღაც რუსებს დაეტაკება შუბლით, მაგრამ…”

14:13 05-20-2022
გავიარე სრული ჯოჯოხეთი და “ვალის დაბრუნების” დროა! – ოთო აბესაძე

ოთო აბესაძე: „მინიმუმ 20%-ით გაიზრდება ფასები… ეს არის ხალხის დაცინვა“ – რატომ არ იმოქმედებს ფასებზე ლარის გამყარება

21:25 05-19-2022
“თუ რუსეთი ხელს მოაწერს ამ შეთანხმებას აღიარებს უკრაინის გამარჯვებას და საკუთარ მარცხს” – გიორგი თავდგირიძე

“იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი, სის ჩინეთის “ყინულმჭრელი”? – გიორგი თავდგირიძე

21:07 05-16-2022
“უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ქარხანაში, მზის სხივი რამდენიმე თვის შემდგომ პირველად ნახა…” – რუსლან შავაძე

“უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ქარხანაში, მზის სხივი რამდენიმე თვის შემდგომ პირველად ნახა…” – რუსლან შავაძე

14:44 05-16-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, პარასკევი, 20 მაისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარანტიები და ვა-ბანკი – რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რა დაიბარა ივანიშვილმა?

ალია ავტორი - ალია
01:32 02-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
0

რამდენიმე დღის წინ, “ალიას” ორშაბათის ნომერში, მკითხველს გითხარით, რომ “ქართული ოცნება” შეუწყვეტდა ნიკა მელიას იმუნიტეტს. ნიკა მელია და ოპოზიცია კი “ენმ”-ის ოფისში გამაგრდებოდნენ. გეუბნებოდით, რომ მელიას გვერდით ყველა ოპოზიციური პარტია დაუდგება და დღეს “ენმ” ის ოფიში ვიხილეთ ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და პრინციპში თითქმის ყველა, ვინც პოლიტიკაშია და პარლამენტში – არა.

იმასაც გიყვებოდით, რომ კობახიძეს, მდინარაძეს, თალაკვაძესა და თეა წულუკიანს დანარჩენების დარწმუნება უჭირთ, რადგან პარლამენტარები გარანტიებს ითხოვენ. როგორც ჩანს, ნაწილმა ეს გარანტიები მიიღო, ნაწილმა კი, გარანტიების მიღება სცადა “ენმ”-თან და ნიკა მელიასთან, მაგრამ ნიკა მელიამ ჯერ საქმე და მერე გარანტიაო, გამოუცხადა “ოცნების” დეპუტატებს. “ენმ”-ის თავმჯდომარემ დღეს ღიად აღიარა, რომ მას “ოცნების” დეპუტატები ურეკავდნენ და პირდებოდნენ, რომ ღილაკს არ დააჭერდნენ ხელს, თუმცა, რას ითხოვდნენ ამ დაპირების სანაცვლოს, მელიას ეს აღარ უთქვამს. ფაქტი ერთია, მელიამ ჯერ საქმე მოითხოვა, “საქმე” კი გარანტიის გარეშე “ოცნების” ვერც ერთმა დეპუტატმა გაბედა.

პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ან არაფერი დაიბარა, ან რაღაც ისეთი დაიბარა, ჯერ რომ ვერ გაშიფრეს, კონტაქტზე ისევ არავისთან გამოდის, ივანიშვილის ერთგული ადამიანები კი ნაბიჯ-ნაბიჯ ტოვებენ პარტია. სწორედ ამიტომ ახლა განსაკუთრებულად სჭირდებათ გარანტიები დეპუტატებს და როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ 88 გარანტია მისცა, თუმცა ყველამ გარდა იცის, რომ ფორს-მაჟორულს სიტუაციაში გარანტიებს ფასი ეკარგება!

ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც გეგმა აქვს, გათვლილი აქვს მომავალი დღეების ნაბიჯები, ორივე ემზადება, თუმცა, არის დეტალი, რომელიც ვერც ერთმა გათვალა – ეს არის ამინდი! საქართველოში უახლოესი დღეების მანძილზე ცივ დღეებს ელოდებიან და რა შუაშია სიცივე, ქარი და წვიმა პოლიტიკურ ამინდთან, ამას ქვემოთ შეიტყობთ.

ნიკა მელიას მოუხსნეს იმუნიტეტი და ახლა ჯერ მოსამართლეზეა, რომელსაც პროკურატურამ უკვე მიმართა. რა იქნება ოპოზიციის და მმართველი გუნდის მომდევნო ნაბიჯი?

“ალიას” მასალა, რომელიც გაზეთის ორშაბათის ნომერში დაიბეჭდა:

ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ნიკა მელია დანარჩენ ოპოზიციას ულტიმატუმებით ესაუბრება – ან მოგვყვებით ჩვენ და ჩვენს გეგმას, ან არადა ცალკე ხართ. აი, ცალკე ვერცერთი ფინანსურად თუ ადამიანური რესურსით რომ ვერ გაქაჩავს, კარგად იციან და ამიტომ, ნაციონალების გეგმის გარშემო, უხმო მორჩილებით პარტიები ნელ-ნელა ერთიანდებიან.

გარედან არ ჩანს, თუმცა თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევის შემდეგ, ნაცმოს შიდა სამზარეულოში უმკაცრესი კონტროლი დაწესდა არამარტო დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე, არამედ ინფორმაციის გატანაზეც. მელია დამოუკიდებლად ცდილობს ბევრი რამის კეთებას…

„აქამდე ასე იყო – სააკაშვილს უთანხმებდნენ უმცირეს დეტალებსაც კი. ახლა მელია დამოუკიდებლად აკეთებს, პრაქტიკულად, ყველაფერს და ზუსტად იცის, რომ სააკაშვილს ამის შესახებ პარტიის სხვა წევრები დეტალურად ესაუბრებიან. მელიას დამსახურებაა ის, რომ პარტია არ დატოვა სალომე სამადაშვილმა და ზოგადად, რეგიონებში აქტივი სწორედ მელიას შეჰყურებს იმედის თვალით. მათ ცოტა აგრესიული მოქმედება სურთ და ამის შესაძლებლობა თითქოს არ ჰქონდათ, მაგრამ ახლა ეს თემა „ხსნილია“. მელიამ ისიც ზუსტად გათვალა, რომ ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანას განსაკუთრებული მუხტი სჭირდება და ამ მუხტს თავად ქმნის. ის მაქსიმალურად ეცდება თავი დააჭერინოს, ან პირიქით, თავისუფლებაზე დარჩეს და ორივე შემთხვევაში, ხელისუფლება დააზიანოს“, – გვეუბნება ნაცმოს პოლიტიკური საბჭოს წევრი.

„ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, არჩილ თალაკვაძესა და თეა წულუკიანს დანარჩენების დარწმუნება უჭირთ. ამიტომ მელიაზე იმუნიტეტის მოხსნის კენჭისყრა მარტივი არ იქნება, თუ პარლამენტარებმა რაღაც გარანტიები არ მიიღეს. შიდა კონსულტაციების დროს ითქვა ისიც, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად განადგურებული და ძალაგამოცლილია, მოლაპარაკებების მაგიდა მიატოვეს ფასილიტატორმა ელჩებმაც და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. ეს კარგად იციან დეპუტატებმა და ამიტომ არ სურთ, ხელოვნურად შექმნან დაძაბულობის ახალი კერა. მეორეს მხრივ, მელია თუ არც გირაოს გადაიხდის და გარეთაც დარჩება, ეს ოპოზიციის აქტივს ფრთებს შეასხამს, ისინი დაიჯერებენ, რომ ყველაფერი ეპატიებათ და უმართავი პროცესები დაიწყება“, – გვეუბნება „ოცნების“ დეპუტატი.

პროკურატურამ ხელი დაიბანა, როცა პარლამენტს მიმართა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, ანუ ახლა საკანონმდებლო უმრავლესობამ, ანუ „ოცნების“ კოჰორტამ უნდა გადაწყვიტოს, დააპატიმრებენ თუ არა მელიას. გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ მელიას დაპატიმრება მათი ღირსების საქმეა, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ამაზე პარლამენტის რიგითი წევრების დათანხმება ჭირს. რიგითი პარლამენტარები ვარაუდობენ, რომ მელიას დაკავებამ, შესაძლოა, რეგიონებში ხალხი გამოიყვანოს და საბოლოო ჯამში, ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. დეპუტატებს აქვთ იმის შიში, რომ შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნოს და ეს მათ 4-წლიან გარანტირებულ ნირვანას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლამ ოპოზიციას ფრთები შეასხა. იმის მიუხედავად, რომ ისინი ამბობენ, არ გვჯერაო, ივანიშვილი კონტაქტზე მართლა არავისთან გადის, ხოლო პოლიტსაბჭოდან მისი უერთგულესი ხალხის – დავით საგანელიძისა და ერეკლე ტრიპოლსკის წასვლამ ეს ეჭვები გაამყარა.

ყველაფრის მიუხედავად, 100%-ით გადაწყდა, რომ პარლამენტი მელიას იმუნიტეტს მოუხსნის, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს,რომ პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უნდა დააკავოს. ეს კი მარტივი არ იქნება.

„ალიას“ ინფორმაციით, მელია პარტიის ოფისში მივა და სამართალდამცავებს იქ დაელოდება, თუმცა ოფისთან მინიმუმ რამდენიმე ასეული აქტივისტი იქნება, რომლებიც სამართალდამცავებს მისი დაკავების უფლებას არ მისცემენ. აუცილებლად მოხდება შეტაკება და უკვე ცხადია, რატომ ახსენებს „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ხშირად 20 ივნისის ღამეს. ისინი იგივეს განმეორებას ელიან. მზად არის აქტივი რეგიონებში, რომელიც თბილისისკენ დაიძვრება, რათა მელია დაიცვან და რაც მთავარია, სამართალდამცავებს მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწიონ. თუ თავმჯდომარის დაკავება მოხდება, გაკეთდება მოწოდება, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და დიქტატურა დაამხოს, თუ არადა, უკვე თავად მელია იტყვის, რომ სახელმწიფო უნიათოა და ისინი უნდა დამთავრდნენ. შესაბამისად, ხელისუფლებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც ვა-ბანკზე წასვლა უწევთ და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულს ყველაფერი დარჩება.

ანი დვალიშვილი, ალია

თეგები: 2020 არჩევნებიბიძინა ივანიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ოპოზიცია ცალ-ცალკე, ვფიქრობ, მეტ ხმას მოაგროვებს, ვიდრე ერთიანი ფრონტით და აგიხსნით, რატომაც“ – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„სააკაშვილი პოლიტიკურად მაინც დაფიქრდებოდა…“ – რას ამბობს გვარამიას დაპატიმრებაზე გია ხუხაშვილი

19:45 05-19-2022
“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი
ახალი ამბები

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი

20:32 05-12-2022
ვიცი, რამდენსაც იხდის ხელისუფლება, რომ ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში და ისიც ვიცი, ამ პარტიების გარდა, კიდევ ვის ევაჭრება, რომ შეათრიოს იქ – ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან
ახალი ამბები

„როდესაც დამონებული ხარ, ღირსება აყრილი ხარ, „დაჩმორებული“ ხარ და მარტო მშვიდობა გაქვს, ღირს ასეთი მშვიდობა?“ – სანდრო ბრეგაძე

22:06 05-10-2022
„რუსეთამდე  600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო  და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე
ახალი ამბები

„რუსეთამდე 600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე

22:15 05-09-2022

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სიახლეს – გახანგრძლივებულ საგარანტიო პაკეტ „ტოიოტა 10“-ს სთავაზობს
ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სიახლეს – გახანგრძლივებულ საგარანტიო პაკეტ „ტოიოტა 10“-ს სთავაზობს

13:01 05-20-2022
საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება
ბიზნესი

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

18:59 05-19-2022
ბიზნესი

კლინიკა „ჰერა“ – მაღალი პროფესიონალიზმი და ულტრათანამედროვე სტანდარტები თქვენი ჯანმრთელობისთვის

21:51 05-17-2022
„იმპექსის“ სააფთიქო ქსელი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული შეთავაზებების კვირეულით აღნიშნავს
ბიზნესი

„იმპექსის“ სააფთიქო ქსელი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული შეთავაზებების კვირეულით აღნიშნავს

10:20 05-17-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved