სუსი-ს უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“გაქცეულზე მიყოლება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ამ კრიტიკულ დროს წასვლა (გაქცევა) ისევ ხაზს უსვამს არაგუნდურობას ოცნებაში.
ზოგადად კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა, მაგრამ ზუსტად დღეს??
თუმცა პასუხი გასაცემია საზოგადოებისთვის იმ პრობლემებზე, რაც მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.
დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად-2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა.
ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება..
To be continued”
გამომდინარე იქედან, რომ სოსო გოგაშვილის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავმა ადამიანმა ჰკითხა, რა საჭიროა ვადამდელი არჩევნები, გოგაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
“რადგან ზოგიერთმა ვერ გაიგო ზუსტად ჩემი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ განვმარტავ დეტალურად:
ვადამდელი არჩევნები, იმიტომ, კი არ უნდა დაინიშნოს, რომ ეს ნაცების მოთხოვნაა. მაგათ დაკრულზე ვინც დარბის კარგად ჩანს, დაინახეთ.
ეს არის განპირობებული დღეს არსებული სამმხრივი კრიზისიდან გამომდინარე მოცემულობიდან, რომელსაც ემატება ჩვენი უცხოელი პარტნიორების განწყობები.
ნაცების მობრუნების მუდმივი შიშით ქვეყნის ინტერესები არ არ უნდა გადავაყოლოთ პიროვნებებს, ან მათ პოზიციებს.
ჩემი აზრი ზოგადად პროპორციულ არჩევნებთან მიმართებაში არის ნეგატიური. ეს შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს, რაზედაც აქ ვერ დავწერ. მეტიც, ჩემი აზრით საქართველოში საჭიროა ზუსტად მაჟორიტარული არჩევითი სისტემა, თვითმმართველობის რეალური, საქართველოზე მორგებული რეფორმების გათვალისწინებით.”
კომენტარები